ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
20 თებერვალი, 2018


ინტეგრალი (მამუკა ესაძეს)

ჭორებისა და სევდამისჯილ
მზეთა ქალაქი
კრიმანჭულივით მიმოხვეულ
გზებზე დაკარგავს
ყველა აბეზარ ლოთს,
მეარყეს,
ბომჟს და ავარას...
ჩამოივლიან ბოშა ქალები -
განიერ გავებს რომ მალავენ
ჭრელ-ჭრელ კაბებში
და ისმის ყველგან:
მომეცი ხელი,
გენაცვალე ლამაზ თვალებში...
ქალაქი სავსე მელექსეთა
ინტეგრალებით...
წყვილი ხმოვანი,
თანხმოვანი,
წყვილები წყვილად...
ვიცი მოვკვდები საოცარი
გარდაცვალებით
და საკუთარი სიკვდილი მტკივა...
ჭორებისა და მომაკვდავ
მზეთა ქალაქი
უსიყვარულო ალუზიას როგორ
დანებდა...
ლექსებმისჯილი მეშვიდე თვის
ლოთი საბაქი
როგორ დამარცხდა სიყვარულში
ჩემ შავ თვალებთან...
გზები, ჩიხები,
პროსპექტები, გზატკეცილები,
ჩვენი ტერფების სიმხურვალეს
რომ ინახავენ...
ინტეგრალები,
მელექსეთა ინტეგრალები -
თავდავიწყებით და ბოლომდე
რომ შეიყვარებ...
ქალაქი სავსე საკუთარი
გარდაცვალებით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები