ნაწარმოებები



ავტორი: ლევექ
ჟანრი: პოეზია
21 თებერვალი, 2018


***

სიჩუმე...
ჩიტების გალობა, ჩიტების ჭიკჭიკი...
მზის ბრწყინვალება ფოთლებზე, ტოტებზე, კვირტებზე.
გვრიტები გალობენ, მღერიან ფიქრებზე - ჩუმზე, უხმოზე

სიმშიდე...
ზღვის ხედი უღრანი ტყიდან და დღის გამოცხადება...
სუნთქვის შეხება მკლავებთან,
თითები თმებს შორის... მწვანე კულულები ცისფერ ბალიშებზე...

ნელი ცურვა უსასრულო სივრცეებში,
მზის სხივების უსასრულო ნაკადებში...

სიჩუმე...
ჩიტების გალობა, ჩიტების ჭიკჭიკი
სიმშვიდე...
გაფრენა,
გაქცევა
მდორე სამყაროში…
აი, რა მინდა!
წ ა მ ო დ ი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები