ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: ლუიზიანი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
21 თებერვალი, 2018


რას იტყვის ხალხი?!

წლები სადღაც მიჰქრის,თან ისე სწრაფად,რომ უკან მოხედვასაც ვერ ასწრებ.თუმცა,იქნებ არც გინდა უკან მოხედვა?! იქნებ გეშინია წარსულის,გამოუსწორებელი შეცდომების,ცარიელი, უფერული დღეების?!
იღვიძებ დილით და ხვდები რომ ცოცხალი ხარ,კიდევ 24 საათი გაჩუქა ღმერთმა ბევრი სიკეთისთვის და ბედნიერი ხარ.გინდა შეიმოსო ფერადი ტანსაცმლით, როგორც ცისარტყელა და გააფერადო სამყარო,რომელშიც დომინანტი დიდი ხანია მუქი ფერებია,მაგრამ ჩერდები: რას იტყვის ხალხი? გადიხარ ჩვეული ფორმით ქუჩაში,სადაც მრავლადაა უსახლკარო ღატაკი, დაძონძილი და დაკოჟრილი ხელებით.ზოგს ნაგვის ურნასთან ჩასძინებია საკვების ძიებაში.ადამიანების უმრავლესობას სძულთ ისინი დაუბანლები,ბინძურები,მათხოვრები.გინდა გაიქცე და გულში ჩაიხუტო,მოეფერო და უთხრა,რომ მარტო არაა,რომ უფალია მის გვერდით და შენ.მაგრამ ჩერდები.რას იტყვის შენზე ხალხი?!როცა გინდა უცნობ ავადმყოფ მომაკვდავებთან მიხვიდე და ანუგეშო,ილოცო მათზე ხმამაღლა.მაგრამ ჩერდები.რას იტყვის შენზე ხალხი?!როცა გინდა გააჩუმო ადამიანები,რომლებიც სხვებს განიკითხავენ,როცა მოყვასი მტრად მიაჩნიათ,რომლებისთვისაც პრიორიტეტული ყველაფრის სისუფთავეა გულის გარდა.მაგრამ ჩერდები.რას იტყვის ის?როცა გინდა იყვირო ხმამაღლა,რომ გიყვარს,ბედნიერი ხარ.როცა საწინააღმდეგო მოგწონს რაც სხვებს,მაგრამ ჩერდები:რას იტყვის ხალხი?!როცა ყოველთვის,როცა შინიდან გადიხარ ნიღაბს ირგებ, ყველასთვის მოსაწონი და მისაღები რომ იყო შიშით,თუ რას იტყვის ხალხი?!და ასე გარბის წლები.მართლაც წუთია სოფელი! ნეტარი კი ადამიანია,რომელიც დღენიადაგ ფიქრობს,თუ რას იტყვის ღმერთი!!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები