ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
22 თებერვალი, 2018


შ ე ი ც ა ნ ი თავი შენი

ჩვენ კარგად ვიცით ვინ ვინა ვართ, რა შეგვიძლია
რა ტომარა გვაქვს მოგდებული, მოკიდებული,
ვინც რაც უნდა თქვას ეს ნათქვამი დროებითია
და არაფერსაც არ მიაცხებს ვერც სულს და ვეც ხორცს,
მხოლოდ და მხოლოდ უცნობები დჭყეტენ თვალებს
ვაო, ვიღაცა თურმე აქაც ნახე მაგარი
თაყვანსაცემი ყოფილა და აბა არიქა
ფეხქვეშ გაშლაში არ დამასწროს ემანდ არავინ.
ჩქარა დავეცე.  ჩავუვარდე  ფეხქვეშ სათელად
და  ატალახდი და თიკვივით აგაფრიალოს
საითაც სურდეს როგორც სურდეს  აგათამაშოს
მის სასარგებლოდ საამებლად და გასართობად,
მერე  შენ კი რა, არასოდეს არ გიფიქრია
ახლა  ვინღა ხარ , აქამდე ხომ იცი ვინც იყავ,
რა შეიმატე, რა მოისხი ფეხქვეშ ნაშალმა
ჭკუაუკმარს  და ტალახწასმულს ჩამოურეცხავს
მოსაწყენს უკვე ადგილი გაქვს ნაგვის ურნაში
ნუ იზავ ამას ღირსებები დგას ცაზე მაღლა
იმისთვის ვისაც ეს ასწავლეს თოთოს მშობლებმა,
რაღა დაგრჩება თუ ისედაც არც რა გქონია,
თუ ეს არა გაქვს, არც ისა გაქვს და არც სხვა რამე
რაღას აკეთებ და ან როგორ გაათევ ღამეს
თუკი ისეთი, როგორც იყავ  ისიც აღარ ხარ
შემდგომ ამისა თავიდან ხომ არ იბადები,
ღირსება არის საამქვეყნო ღვთის სამკაული
ქვეყნად ზემდგომი, ყველაფერი  მისი მომდევნო
რიგით შემდგომი. სათნოებად სრულად შემდგარი
აქ  საშიშია მლიქვნელი და კაცი ქვემძრომი
და ასეთები სარიდვალი  მათივ შენდობით.
ღირსება  არის უბასრესი ხმალიც და ფარიც
რაა ცხოვრება  უიმისოდ,  ვნება  ჩამხრჩვალი?.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები