ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პროზა
8 მარტი, 2018


ფოტო კედლიდან

სამი წელია  კედლიდან გადმოდის, ძილის წინ საბანს ამიწევს, შემომიწვება და დილამდე  ჩემთან რჩება.
სამი წელია,დილით ვდგები,ორ ფინჯან ჩაის ვასხამ, ერთს ვსვამ, მეორეს  ვღვრი, ფინჯნებს  ვრეცხავ და სახლიდან უკანმოუხედავად გავდივარ.

მთელი დღეები დავხეტიალობ იმ ადგილებში, სადაც მისი სახე  ცხადად წარმომიდგება...
გავუცინებ და ერთად ჩამოვჯდებით.
მერე სახლში მომაცილებს.
მე კარს ცხვირწინ მივუკეტავ და ცივ ოთახში მარტო შევდივარ.
და დაველოდები, როდის მომერევა რული, რომ ჩარჩო გამოარღვიოს, საბანი ამიწიოს, გაყინული ხელები გამითბოს და
დილამდე ერთად  დავრჩეთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები