ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
22 თებერვალი, 2018


რატომ იყო ოსმალეთის იმპერია პირველი სახელმწიფო, რომელმაც იურიდიულად აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა 1918 წლის 3 ივნისს?

რატომ იყო ოსმალეთის იმპერია  პირველი სახელმწიფო, რომელმაც  იურიდიულად აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა  1918 წლის 3 ივნისს?

სპეციალური აღნიშვნის ღირსია, რომ პირველი სახელმწიფო, რომელმაც იურიდიულად აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, ეს იყო ოსმალეთის იმპერია.

ოსმალეთის იმპერიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა 1918 წლის 3 ივნისს.

ოსმალეთის იმპერიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა 1918 წლის 3 ივნისს, ხოლო 1918 წლის 4 ივნისის ოსმალეთ-საქართველოს ბათუმის ხელშეკრულებით, ანუ 1 (ერთი) დღის შემდეგ (!), ოსმალეთის იმპერიამ საქართველო აიძულა გადაეცა  ახალქალაქი და ახალციხე, მეტი, ვიდრე ითვალისწინებდა 1918 წლის 3 მარტის რუსეთ-ოსმალეთის ბრესტის ხელშეკრულება, აგრეთვე, 1918 წლის 4 ივნისის ბათუმის ხელშეკრულებით, ოსმალეთის იმპერიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა  აიძულა ეღიარებინა 1918 წლის 3 მარტის რუსეთ-ოსმალეთის ბრესტის ხელშეკრულების მიხედვით ბათუმის ოკრუგის და სხვა მიწების, სულ, საქართველოს ისტორიული მიწების დაახლოებით 1/3-ის  რუსეთის იმპერიისთვის წართმევა და გადაცემა ოსმალეთზე (თურქეთზე),  რითაც დაირღვა  ერთ ისტორიულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი ხალხის სულიერი, პოლიტიკური და  ეკონომიკური ერთიანობა.

ანუ,  ოსმალეთის იმპერიამ  აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, რომლისგანაც 1 (ერთი) დღის შემდეგ (!)  მიიღო ქონება,  ხეირი ნახა, და თანაც ყველაფერი მოხდა  საერთაშორისო სამართლის თანახმად. ოსმალეთის იმპერიამ  კი არ წაართვა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკას  რაიმე, არამედ მიიღო, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ  თვითონ მისცა.

ოსმალეთის იმპერიამ  აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტი,  და მეტიც, გერმანიასთან ერთად, პრაქტიკულად, თვითონ შექმნა საქართველოს დამოუკიდებლობა რუსეთისგან, იმიტომ, რომ მის საქმეს, ოსმალეთის (თურქეთის) საქმეს, ასე დასჭირდა. ხეირი ნახა. მიიღო საქართველოს ისტორიული მიწების დაახლოებით 1/3. ისე, ტყუილა. ცარიელი სიტყვების ნაცვლად.


ანუ, ოსმალეთმა (თურქეთმა), გერმანიასთან ერთად, ხედავდა რა, რომ უშუალოდ რუსეთის იმპერიისთვის ლუკმის გამოგლეჯა და შემდგომი გადაყლაპვა გაუჭირდებოდა, ჯერ, ყველაფერი გააკეთა რუსეთის იმპერიისგან სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებლობისთვის, პრაქტიკულად აიძულა საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი 1918 წლის 22 აპრილს გამოეცხადებიდათ რუსეთისგან  დამოუკიდებლობა, შეექმნათ ”ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა”, შემდეგ კი ყველაფერი გააკეთა, პრაქტიკულად აიძულა საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი, 1918 წლის მაისის ბოლოს გამოეცხადებინათ დამოუკიდებლობა უკვე ”ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკისგან”. ლუკმა კიდევ უფრო დააქუცმაცა ნაწილებად, უფრო ადვილად რომ გადაეყლაპა. და გადაყლაპა. საქართველოს ისტორიული მიწების დაახლოებით 1/3. აგრეთვე სომხეთის მიწების დიდი ნაწილი.


გულუბრყვილოებს კი  უხარიათ. რახან ოსმალეთის იმპერიამ პირველმა  აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, ამიტომ  მეგობარი და კეთილისმსურველი არისო.


გულუბრყვილოებს კი  უხარიათ. რა უხარიათ? რომ, ოსმალეთმა (თურქეთმა),  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარებით, პრაქტიკულად, თავისთვის, ოსმალეთისთვის (თურქეთისთვის),  დაიკანონა საქართველოს ისტორიული მიწების დაახლოებით 1/3-ს მითვისება. რითაც დაირღვა  ერთ ისტორიულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი ხალხის სულიერი, პოლიტიკური და  ეკონომიკური ერთიანობა. ქართველი ხალხი ორად გაიხლიჩა. ისე, ტყუილა. ცარიელი სიტყვების ნაცვლად.

სპეციალური აღნიშვნის ღირსია, რომ მთელი 1918 წლის და 1919 წლის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა იურიდიულად არ უღიარებია არც ერთ სახელმწიფოს, გარდა ოსმალეთის იმპერიისა.

საინტერესოა, რომ მეორე სახელმწიფო, რომლემაც იურიდიულად აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, იყო რუსეთი. რუსეთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა იურიდიულად აღიარა 1920 წლის 7 მაისს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ 1920 წლის 7 მაისის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით, რუსეთმა საქართველოს სახელმწიფოს ნაწილად აღიარა აგრეთვე ბათუმის ოლქიც.

განსაკუთრებულად საინტერესოა, რომ მესამე სახელმწიფო, რომლემაც იურიდიულად აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, იყო გერმანია. გერმანიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა იურიდიულად აღიარა მხოლოდ და მხოლოდ 1920 წლის 24 სექტემბერს.

ანუ, გერმანიამ  იურიდიულად აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა მხოლოდ იმის შემდეგ, რაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა რუსეთმა.

საინტერესოა, რა უშლიდა გერმანიას ხელს, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა იურიდიულად ეღიარებინა 1918 წელს?

სპეციალური აღნიშვნის ღირსია, რომ I მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ გამარჯვებულები, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, საქართველოს განიხილავდნენ  როგორც დამარცხებული გერმანიის მოკავშირეს, ანუ როგორც მტერს, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.


დავსვათ ელემენტარული კითხვა, გერმანია და ოსმალეთი I მსოფლიო ომში რომ არ დამარცხებულიყვნენ, მაშინ დღეს რა იქნებოდა? ბათუმის ოლქი, ახალქალაქის და ახალციხის ოლქები,  ოსმალეთის (თურქეთის) შემადგენლობაში იქნებოდნენ?


საქართველოს დამოუკიდებლობის მტრების აზრით რას ნიშნავს სიტყვა დ-ა-მ-ო-უ-კ-ი-დ-ე-ბ-ლ-ო-ბ-ა? ბათუმისა და ყარსის ოლქების,  ახალქალაქის და ახალციხის ოლქების, თურქეთისთვის გადაცემას?



კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
22.02.2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები