ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ჯანა
ჟანრი: თარგმანი
23 თებერვალი, 2018


ბორის პასტერნაკი - ზამთრის ღამეში

უსაზღვროდ ბარდნიდა, ბარდნიდა მიწაზე,
არ იყო საშველი...
თოვლიან ზამთარში... იდგა მაგიდაზე,
იწვოდა სანთელი.

ისე, ვით ანაშუქს ზაფხულის ღამეში
ესევა ქინქლები,
მინას აწყდებოდნენ ხმაურის გარეშე
ლამაზი ფიფქები.

ქარბუქი ფანჯრებზე მშვენიერ მაქმანებს
ქარგავდა ფანტელით,
ბარდნიდა უხვად და ოთახში კანკალით
იწვოდა სანთელი.

სხივმფინარ კედელზე შეირხა ლანდები
მკერდგადაჯაჭვული,
სხეული ორია, ერთმანეთს ადნება...
ბედია ზღაპრული.

ჩექმების ხმაური სიჩუმეს დაარღვევს,
სანთელი კაბაზე
იღვრება ცრემლებად, არავის ანაღვლებს
არ დარდობს ამაზე...

გამკრთალდა თოვლიან ბურუსში ფენილი
სითეთრის ნათელი,
ბარდნიდა უხვად და ოთახში შთენილი
იწვოდა სანთელი.

ცდუნების ქარცეცხლში სანთელი კრთებოდა,
იწვოდა ვნებები,
ანგელოზის ფრთებად ჯვარედინდებოდა
მკრთალი ოცნებები.

თებერვლის ბოლომდე არ გადაუღია
და მიწას ათოვდა,
სანთელი ანთია, ეს მისი შუქია,
ასე რომ ათრთოლდა.

Зимняя ночь

Мело, мело по всей земле
Во все пределы.
Свеча горела на столе,
Свеча горела.
Как летом роем мошкара
Летит на пламя,
Слетались хлопья со двора
К оконной раме.
Метель лепила на стекле
Кружки и стрелы.
Свеча горела на столе,
Свеча горела.
На озаренный потолок
Ложились тени,
Скрещенья рук, скрещенья ног,
Судьбы скрещенья.
И падали два башмачка
Со стуком на пол.
И воск слезами с ночника
На платье капал.
И все терялось в снежной мгле,
Седой и белой.
Свеча горела на столе,
Свеча горела.
На свечку дуло из угла,
И жар соблазна
Вздымал, как ангел, два крыла
Крестообразно.
Мело весь месяц в феврале.
И то и дело
Свеча горела на столе,
Свеча горела.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები