ნაწარმოებები



ავტორი: სოლე
ჟანრი: საბავშვო
28 თებერვალი, 2018


ნიკ-სიკონი, ნიკ-იპედია

ნიკსიკონი,ნიკიპედია

ნიკო-ნიკოლოზ, ცისფერთვალება,
დუდუს, მამას და ბაბას გულია.
მამა-მამაა,  (ფერისცვალება,
არ განუცდია სიტყვას სრულიად).
დუდუ და ბაბა მიმიხვდით?-მაშინ,
სჯობს გადავიდეთ შემდეგ სიტყვაზე:
ბურთი- თურთია, ვაშლია სლაში.
მამფა-( აქ მინდა გავუსვა ხაზი
რომ მამფა უყვარს ნიკოს ძალიან,
ღ მ ღ მ-ო ქოქავს და მიჰქრის,
სულ არავისთვის აღარ სცალია)
მანქანა,ანუ-არ უნდა ფიქრიც!
ჰნჰნთაც მირეკავს ხშირად
ოლა, კე ტა?- ო, უყვარს ტლიკინი,
-ბიე! თვითონვე პასუხობს კითხვას,
თვითონ ხუმრობს და თვითონ იცინის.
ზისა და ქუთა! ქუგა! ქუთუკი!...
დგება თუ არა მოითხოვს "ტკბილად"
ტირის  უარი შეჰკადრე თუკი,
თავს გაცოდებს და ვერ გააწბილებ.
ზისა მე მქვია, ქუჩაა ქუთა,
ქუგა-ქუდი და მიხვდებით ქუთუკს.
შალალიც თვითონ ჩაიცვას უნდა
და წამოიღოს მთავარი-თურთი.
ბევრ "უცხო" სიტყვას განგიმარტავდით
მისი მდიდარი ნიკსიკონიდან,
მაგრამ დრო არ მაქვს ზისა ბაბაო
აიკლო ქუთა, ნიკო მოვიდა.
პ.ს.
თქვენ კითხულობდით ნიკიპედიას,
დამფუძნებელი,  ნიკოს ბებია.
თუ იხალისეთ და თუ გაერთეთ
გააზიარეთ, დაალაიქეთ!
)))))
პ.ს.ს.იხილე ილუსტრაცია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები