ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
1 მარტი, 2018


Emily Dickinson - One crown that no one seeks (1735)

ემილი დიკინსონი - ქვეყნად ამ გვირგვინს არვინ მიელტვის (1735)

ქვეყნად ამ გვირგვინს არვინ მიელტვის,
მაგრამ ზენარსის ცხებულმა თავმა
მოიწადინა გვირგვინი ეკლის,
განაღმრთო მისი სირცხვილის დამღა.

სანამ  პილატეს ცრემლების თხევა
ცოცხალს მოუწევს სკნელში გეჰენის,
ის ავბედითი მეფედ კურთხევა
გაახსენდება უმწარეს ქენჯნით.

1 მარტი, 2018 წ.



Emily Dickinson - One crown that no one seeks (1735)

One crown that no one seeks
And yet the highest head
Its isolation coveted
Its stigma deified

While Pontius Pilate lives
In whatsoever hell
That coronation pierces him
He recollects it well.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები