ნაწარმოებები


კარგ მწერალს და შესანიშნავ ადამიანს ირაკლი ლომოურს ესაჭიროება ჩვენი თანადგომა. თუ შეიძლება შეიხედეთ თემაში “ურაკპარაკის ფორუმი >> განცხადებები >> ირაკლი ლომოურის მეგობრები“     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1471     * * *     2018-06-19 14:45 >>> 8

ავტორი: თანამგზავრი
ჟანრი: პროზა
8 მარტი, 2018


შემცვლელი (თავი 3 )

  პლანეტა სამყარო, გალაქტიკა, ვარსკვლავები და მათი სისტემები. დაუჯერებელი?! არა, უფრო განუსაზღვრელი, ვიტყოდი. სანამ დედამიწაზე დავიწყებდეთ საუბარს, მის გარშემო ვილაპარაკოთ, ან თუნდაც ჩავრთოთ ის, ამ საზოგადო საუბრებში, შიგადაშიგ.
როგორი იქნებოდა სამყარო , ისეთი რომ ყოფილიყო, როგორიც მე მსურს. მეყოფოდა კი, 7 დღე, იმისათვის რომ სამართლიანი ღმერთი ვყოფილიყავი?! "ღმერთი" (?!) ალბათ მაინც ამ სიტყვას შეუსაბამებდით, არა ?! დიდხანს რო არ ვიკამათოთ, უბრალო მიზეზს ან უფრო სწორედ რომ ვთქვათ, საბაბს დავასახელებ ერთი სიტყვით:
  "შემქმნელი".
  თქვენი არ ვიცი,მაგრამ მე კი, უკვე წარმოვიდგინე და  ეს წარმოდგენა მცირედით დავალაგე, ანუ ეს არ გაგრძელებულა. სადღაც ვწყვეტ და შემდეგ ისევ ვაგრძელებ. აი დაახლოებით რომ აგიხსნათ. დაუშვათ ვქმნით ახალ სამყაროს, საიდან დაიწყებდით? სავარაუდოდ რაღაც გეგმა გექნებოდათ, მეც მაქვს ერთი ასეთი.
  რთულია წარმოდგენა იმისა რომ არ არსებობს არც საწყისი და არც სასრული ან ეს უბრალოდ პირობითია ან პირიქით ან კიდე ოქსიმორონი, თუმცა ესეც რთულია. ამიტომ დიდად თავს არ ვიტკიებ და სამყაროს დასაწყის წარმოვიდგენ ერთი დიდი აფეთქებით, მესმის რო კოსმოსში არ არსებობს ჟანგბადი და ვერ წარმოვიდგენდით მსგავს რამეს, არალოგიკურია ხომ? არც მე მესმის რატომ შეიძლება მშიერი ადამიანი დადიოდეს "დედამიწაზე", არალოგიკურია ესეც ხომ? ასე რომ დავკმაყოფილდეთ დიდი აფეთქებით. ჩემი ნება რომ იყოს, -თუმცა ჩემი ნება არ არის?- ავიღებ ყველა ფერს და აფეთქებას თავის სილამაზეს შევმატებ. სილამაზე? ესეც პირობითია, თუმცა მე ასე მომწონს, მინდა რომ,  სხვადასხვა ფერებში მოხდეს ეს დიდი აფეთქება. წარმოვიდგენ როგორ ფეთქდება ერთი დიდი მრგვალი ბურთულა, ფერთა შეხამება იდეალურია, როგორი იდეალური? აი  როგორ აგიხსნათ, "ჩემი იდეალური ფერთა შეხამება", ამ მომენტისთვის მეტი ინფორმაცია არ მაქვს , "მე მაპატიეთ". თუმცა ეს აფეთქება იყო ულამაზესი. მინდა რომ ამ აფეთქებულმა მასამ სხვადასხვა მიმართულებით დაიწყოს დაშლა, მინდა რომ მიიღოს ფორმები, მინდა რომ იყოს ამ ფერთა შეხამებით შექმნილი ვარსკვლავები, სიცოცხლისა და სიკვდილის კარიპჭეები და რაღათქმაუნდა "დრო".
  ის რაც არსებობს, არსებობს!  დანარჩენს მხოლოდ წარმოვიდგენთ, წარმოდგენასაც კი, რაღაცის საფუძველზე ვახდენთ, ზებუნებრივი კი, არსებული "რაღაცის" ერთობლიობითაა შესაძლებელი.
  უამრავი პლანეტა დამიგროვდა. თითოეული მათგანი ფორმებს იღებს, იმის მიხედვით, თუ რა წარმოდგენა მაქვს მათ შესახებ. ზოგი მრგავლია, ზოგს სამკუთხედის, ზოგსაც კი რომბის  ფორმა აქვს, სადღაც უკვე დავასახლე ქმნილებები. გაინტერესებთ?
რათქმაუნდა არსებობს "ჩემს სამყაროში" სხვადასხვა პლანატები, რომლების ერთმანეთისგან , ფერით, ფორმით და შემადგენლობით ვანსხვავებ, მათ ასაწყობად და გადასანაწილებლად დამხმარეები მეყოლება, რატომაც არა, თუ სივრცე უსასრულოა, დაე უასრულოდ ბევრი "მე" ვიყო, ანუ ჩემი თავი უსასრულოდ ყველგან და ყოველთვის. რაღაცნაირად ჟღერს, არ მომწონს, მოდი ასე მოვიქცევი, ვიცით რომ სამყარო უსასრულოა ასე რომ უბრალოდ სამყაროს დავავალებ რო მოაწესრიგოს ეს გადანაწილება, რა მარტივია არა? მე უბრალოდ ზოგ პლანეტას მივხედავ, ზოგგან ვიცხოვრებ კიდეც, დავაკვირდები ჩემს ქმნილებებს, აი, აზროვნებასაც მივცემ და იქნებ ერთხელ, ოდესღაც, მეც მათ ვესაუბრო.
  "დრო", აი ეს არ უნდა შემომეტანა ჩემ სამყაროში  ნამდვილად, მაგრამ არაუშავს, რადგან ვთქვი, ასე იყოს!
  თქვენი არ ვიცი ჩემო მკითხველო, მაგრამ მე დედამიწა მიყვარს, განა რატო არ უნდა მიყვარდეს?! აქ დავიბადე, აქ გავიზარდე , აქ აქ აქ და კიდე ძალიან ბევრი რამ,  ცუდიც და კარგიც აქ გადამხდენია, აი ამიტომ ჩემი იდეალური სამყაროს ფუძედ, დეადამიწას გავიხდიდი, ცოტას ფორმას შეუცვლიდი, ცოტას იმას, ცოტას აქეთ, აი, იქითაც, მოკლედ რომ ვთქვათ ჩემი, პატარა დედამიწა მექნებოდა და მაქვს კიდეც,
  თუმცა  განსხვავებული.
  გეგმაო ვთქვი ხომ ასეა ? არა, რა გეგმა, ვერ ხედავთ საიდან სად გადავხტი?! ადამიანი ეგოისტია, საკუთარ თავ(ტრაკ)ზე ფიქრობს, არც მე ვარ გამონაკლისი, კარგად მინდა ვიყო.
ზოგადად რა მოსატანია, საერთოდ სხვა რამეზე ვსაუბრობდით, მაგრამ კარგ ხასიათზე ვარ და მინდა შანსი მივცე თითოეულ თქვენთაგანს, რათა გაესაუბროთ, მოთხრობის მთავარ პერსონაჟს, ბატონ ალფრედს.

- ალფრედ, როგორი შეკითხვა გექნებოდა შენს მკითხველთან?(ავტორი)
- ნებამიბოძეთ ერთი კითხვა დაგისვათ! თქვენ როგორ სამყაროს შექმნიდით 7 დღეში? (ალფრედი)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები