ნაწარმოებები


კარგ მწერალს და შესანიშნავ ადამიანს ირაკლი ლომოურს ესაჭიროება ჩვენი თანადგომა. თუ შეიძლება შეიხედეთ თემაში “ურაკპარაკის ფორუმი >> განცხადებები >> ირაკლი ლომოურის მეგობრები“     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1471     * * *     2018-06-19 14:45 >>> 8

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
5 მარტი, 2018


შ ე მ ო ს უ ლ ა გაზაფხული ს ი ხ ა ლ ი ს ი თ

გ ა ზ ა ფ ხ უ ლ ი


ვარდებს  ბაღში, თბილ ღიმილად შერჩენიხარ,
ამ სიმშვიდეს შენი სახე ახატია.
გაზაფხული შემოსულა სიხალისით,
სიყვარული ამ დროს თითქოს სახადია.
აქ ჩვენს ბაღში, საიდუმლო ჩვენს კუნძულზე,
თეთრ ტყემლებით, გელოდები რახანია.
სადაც სამწყსოს, გულის ჩვენის წრფელი გრძნობა,
ჩვენ სამყაროს ღრმა კუნჭულში დამალვია.
ნიავია ისე თბილი ,ისე ნაზი,
პირმოთნეო, როგორც შენი ხელებია,
მთვარის სახე , ფერმიხდილი ღაწვები და
გულში მუდმივ შერჩენილი ელეგია.
ისე ბარტყობს, რაღაც ხარობს და სურნელობს,
ბაღი ვარდის საშენო ფიქრს შეჩვევია.
გაუხსნია ვარდებს ბაგე ყველას ხიბლად
და ფუტკრები ტკბილ ბაგეზე შესევია.
აქვე ახლოს გულის სუფთა, მწირ ნამყოზე
საიმედო გრძნობის მყარი მესერია.
ვარდებს პირი მზისკენ მორცხვად მიუპყრია,
უმანკოებს ხელით არვინ შეხებია.
აქ ქათქათა ტყემლის თეთრი სამოსია,
გიხმობ შენაც აბა სხვა რა შემიძლია.
იციი, ვარდებს ნელსაცხებლად სულს ვაკმევ და
მოლოდინი, ფიქრი, ფიქრმა შემიჩვია.
გაზაფხული თეთრ ტყემლებით შემუსრულა
უკეთესი მითხარ მე რა დავაპირო
თუ არ მოხვალ, მონატრება ჩამოჭკნება,
გაბზარვია გულსაც ფურცლის სანაპირო.
ფიქრი უკვე აირია, როგორც ცაში
მაუწყებლად წვიმის ჩიტთა მართვენია,
სურვილები ჩემი ბაღის წითელ ვარდებს
გრძნობიერნი ფუტკრებივით შესევია.
სიტყვებს, მარტის მზის სხივივით, სატყუარას
ქარი აბნევს და შორს სადღაც მესრებია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები