ნაწარმოებები


კარგ მწერალს და შესანიშნავ ადამიანს ირაკლი ლომოურს ესაჭიროება ჩვენი თანადგომა. თუ შეიძლება შეიხედეთ თემაში “ურაკპარაკის ფორუმი >> განცხადებები >> ირაკლი ლომოურის მეგობრები“     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1471     * * *     2018-06-19 14:45 >>> 8

ავტორი: დავით...
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2018


...***

ქუჩაზე ბნელა, ტკივილებს
ითვლი,
კარგავ და კარგავ ხასიათს,
ფერებს,
ვერ შეითავსე სამყაროს
რიტმი,
ხო და სამყაროც თუ მოგინელებს,
ან თუ იგრძენი ჯვრების
სიმძიმე
ქუჩაზე, სადაც აგდია
ღმერთი,
მოტრიალდი და ისე
იცინე,
აგტკივდეს შუბით ნაკბენი
ფერდი...
ვერ აწყობ ნაბიჯს, რადგანაც
ნაღებ
ძაღლებში გრამი არ დარჩა
ხალხის,
საშველად რაღაც კარებებს
აღებ
და შენც იცი, რომ გაღება
არ ღირს...
ეცემი, დგები, დგები, ეცემი,
გარდაუალი ხრამები
გელის,
რა სილამაზე, ან რა ედემი,
ფერი გაქვს ორგზის დამხრჩვალი
გემის...
ქუჩაზე ბნელა, ამინდის
გამო,
რაღაც უცნაურ განწყობებს
ითმენ,
ღმერთისკენ წადი, აქედან
წამო,
აქეთ თვლიან, რომ ღმერთებად
იქცნენ...
ფანჯარა, კიბე, კიბე და
კარი,
აღებ და შიგნით იწმენდავ
ფეხებს,
არსებობს ალბათ ყველაფრის
ზღვარი,
ან იქნებ ზღაპრის ბოლოა
ეგეც...
მაგიდა, თარო, ფურცელი,
ბუხრის
მახლობლად გდია ნაჭერი
შეშის,
ბიბლია, ჯვარცმა, ლოცვები
მწუხრის
და ბოლოს, მაინც ფიქრები
შეგშლის...
ლექსები, ლექსის ბოლოში
სახელ,
მაგიდას სუნამო ასხია
არყის,
თვალებს ხუჭავ და ფანჯარას
ახელ
და იმედი გაქვს, იმედის
ნახვის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები