ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
9 მაისი, 2018


სიყვარული ნათელ ფერებში ( ნაწილი XXI )

                                                                                            ***
  საავადმყოფოს სუნზე საშინელი არაფერია ამ ქვეყნად. ერთადერთი კი, რასაც შენს სახეზე ღიმილის გამოწვევა შეუძლია ეს პალატაში დაბნეული ექთნების გაურკვეველი გადაადგილებებია, რომლებსაც ზუსტად არც ის ახსოვთ თუ რატომ შემოვიდნენ შენთან. უმეტყველო თვალებით დაჰყურებდნენ ახალგაზრდა ბიჭის შესიებულ სახეს და სიბრალულის ნაცვლად ცნობისმოყვარეობის ჟინი მოსვენებას უკარგავდათ. "ნეტავ რატომ სცემეს ასე უმოწყალოდ?" - თავისთვის გადასჩურჩულებდნენ ხოლმე ერთმანეთს. ირგვლივ კი თითქოს შეთანხმებულად რიგ-რიგობით მიმოდიოდნენ. ერთს-მეორე ანაცვლებდა. სიტუაციის თავდაყირა დაყენება კი მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო და ისიც გიჟივით შემოვარდა პალატაში.
-აბა სად არიან?
-უკაცრავათ! მნახველების დრო ჯერ არ არის. -ნანკას შეჩერება სცადა მორიგე ექიმმა.
-ნანკა... -ძლივს ამოილუღლუღა ვატომ.
-ორ წუთში გავალ. - თანამშრომლებისგან თავი სწრაფად დააღწია და პირდაპირ, ვატოსკენ წავიდა. -როგორ ხარ?
-ნორმალურად. ბიჭები ნახე?
-გეგა და გოგლიკოც კარგად არიან. ესეიგი გუშინ მაგრად მოგდეს ყბაში? -ღიმილნარევად ჰკითხა და თან შუბლიდან თმა გადაუწია.
-ფული... ფული წაიღეს.
-არ ინერვიულო. ყველაფერი კარგად იქნება.
-აქ ვინ დაგვაწვინა? ფულიც აღარს გვაქვს თქო. ხარჯებს ვინ გადაიხდის? -უთხრა, ვატომ.
-შენ ფეხზე მალე დადექი მაგას კი მე მივხედავ.
-როგორ?
-წავედი სანამ ამ ექიმებმა შენს გვერდით არ მომაწვინეს. -ლოყაზე აკოცა და ჩვეული სწრაფი ნაბიჯებით დატოვა იქაურობა.
-არანორმალური-გაეცინა, ვატოს. 
  ამის შემხედვარე ექიმებმა ერთმანეთს გაკვირვებულებმა გადახედეს და პირჯვარი გადაიწერეს. ცოტა შეშინებულები ჩანდნენ. ბოლოს კი ვატოს მიუბრუნდნენ გაოცებული სახეებით კითხეს: - ეს ვინ იყო?
-გოგო, რომლის მსგავსაც ვერსად შეხვდებით.
      რაც უფრო მეტად გიპყრობს სიკეთის სურვილი, მით მეტად გიშლის ხელს ბოროტება. ეს ბრძოლაა, რომელშიც დამარცხება შენი სისუსტის აღიარებაა. იმ მიზიდულობას კი, რასაც შენი სული განიცდის არაფრის შეეშინდება თუ ეს განცდა გულწრფელია. მიზიდულობის კანონი ისეთივე დაუმორჩილებელია, როგორიც შენ. ნურც დიდების შეგეშინდება. ეს გზა თამამად უნდა განვლო, რადგან სამყაროს ძლიერები უყვარს და არა მშიშრები.

                                                                                                                          ***
ამ ყველაფერმა ისინი უფრო გააძლიერა, რადგან დაბრკოლება არ უნდა იყოს ბედთად შეგუების მიზეზი. როდესაც საავადმყოფოს კედლებს გასცდნენ გადაწყვიტეს, რომ უფრო მეტი სჭირდებოდათ ვიდრე გარეთ გიტარით ხელში დგომა და დღიდან-დღემდე ფულის შეგროვებაა. უფრო მეტი მაშტაბები და მეტი ადამიანის დახმარების სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ საბოლოოდ ერთ აზრზე შეჯერდნენ. მათ საკუთარი საქველმოქმედო ფონდი უნდა შეექმნათ სადაც მათთან ერთად არა ერთ ახალგაზრდას მოუყრიდნენ თავს. დროთა განმავლობაში კი რაც უფრო მეტად გაიზრდებოდა მათი რაოდენობა მით ნაკლები სიბოროტე დარჩებოდა გარშემო. ოცნება წარმოუდგენლად რთული ჩანდა, მაგრამ მათ სჯეროდათ, რომ ნამდვილად შეეძლოთ ახალი ისტორიის შექმნა, რომელიც სავსე იქნებოდა ახალგაზრდული ენერგიითა და სიკეთით. ერთხელ, ნანკას უთქვამს ასეთი სიტყვები: " მე არც განსხვავებული ვარ და არც განსაკუთრებული. უბრალოდ გარშემო მყოფნი არიან ერთნაირად, ერთნაირნნი.


                                                                                                                  (გაგრძელება იქნება)
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები