ნაწარმოებები



ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2018


საფლავის ეშხი

საფლავის ეშხი
           
        ,,შენ, რომ წოლილიყავი,
        მე წავიკითხავდი.’’
                  მინაწერი იერუსალიმში
                საფლავის ქვაზე

წმინდა ქალაქის სილუეტს ლანდავს,
ტანაშოტილი უმანკო ზეცა,
ქრისტეს სამსჭვალი გაყრილი დარდად,
სულში  ყმუის და ძარღვივით ფეთქავს.
კუბუკლიასთან ჩამუხლულ თვალებს,
სანთლის მიმქრალი, ნაღვენთი შუქი,
ცისფერი ბინდის ფარდაგად აწევს
და სულს საშველად ხელივით უწვდის.
მე თუ აქ უნდა ვწოლილვიყავი,
ადამის ხორცში ნაზელი თიხა,
მე ვიქნებოდი მაშინ წმინდანი,
შენ კი წარწერა უნდა გეკითხა?! ...
ამაში, მაინც ვერ ვხედავ ტრაგიზმს,
ამქვეყნიური ცხოვრების წყურვილს,
მოკვდავს ჯურღმულის სურნელი სადის,
სიცოცხლეს თავთან სიკვდილი უზის.
მზე კვლავ ამოვა, ამოვა ისევ
და ჩემ საფლავზე მინაწერ სტრიქონს,
სხვა წაიკითხავს, მოიდებს მიზეზს,
იცინებს, ვითომ უკვდავი იყოს!
წმინდა ქალაქის სილუეტს ლანდავს,
ტანაშოტილი უმანკო ზეცა,
ქრისტეს სამსჭვალი გაყრილი დარდად,
სულში  ყმუის და ძარღვივით ფეთქავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები