ნაწარმოებები



ავტორი: ლუიზიანი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
4 მარტი, 2018


ფიქრთა ჭიდილი

ბავშვობაში,ძილის წინ, სიკვდილის შიში რომ შემომიტევდა, ბებო თავზე ხელს გადამისმევდა,თბილად გამიღიმებდა და ჩემს გასამხიარულებლად წაიღიღინებდა ხოლმე-" იმან დაიკვეხნოს,ვინც აქ დარჩებაო". შემდეგ ბავშვური ენით ამიხსნიდა, რომ სიკვდილი სულაც არ იყო საშიში.რომ იქ მხოლოდ ბედნიერება და უსასრულო ნეტარებაა,სადაც ყველა ერთად ვიქნებით.მეც დავმშვიდდებოდი და ტკბილად დამეძინებოდა ხოლმე.წლების მატებასთან ერთად, ფიქრები იცვლებოდა,კითხვები ჩნდებოდა და პასუხი არსაიდან ჩანდა.დავფიქრდი, თუ რატომ კლავენ ადამიანები ერთმანეთს,მაგრამ პასუხს კვლავაც ვერ მივაგენი.ერთხელ სარკეში ჩავიხედე და უცებ "დორიან გრეის პორტრეტი" გამახსენდა.
-შენ როგორ ბედავ და შენს თავს დორიანს ადარებ?!ის ხომ ყველაზე საშინელი ადამიანია,ცივსისხლიანი მკვლელი,რომლის სულიერი სიმახინჯე მისმა პორტრეტმაც კი ვერ აიტანა და ნატიფი,ლამაზი სახე ურჩხულმა შეცვალა! გაისმა ხმა გონებაში და დაიწყო ფიქრთა ჭიდილი,ბრძოლის ველი და თავის მართლება,რომ მე მისნაირი არ ვარ,რომ ის საშინელი ადამიანია, მე კი კარგი და კეთილი. გონებაში კი კვლავ ქაოსი იყო და გრძელდებოდა ფიქრების ომი.
- ნუთუ მკვლელი მხოლოდ ისაა,ვინც ფიზიკურდ კლავს ადამიანს? -კვლავ გაისმა კითხვა ბრძოლის ველზე გონებაში.სულის და გულის მოკვლაც ხომ შესაძლებელია ენით,სიტყვით,ქცევით?!იქნებ მეც ბევრისთვის მომიკლავს გული?! ო, ღმერთო ნუთუ მეც მკვლელი ვარ??!!!არ ვიცი,ან იქნებ ვიცი?! და თუ ასეა,შენდობას ვითხოვ უფლისგან!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები