ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
5 მარტი, 2018


ცისკარას წერილი მზიას

მზია - ჩემო სიხარულო,
სულის თანაზიარო,
მინდა ჩვენი სიყვარული
ყველგან გავაზიარო.

როცა გიცქერ თვალჟუჟუნას,
სასიმღეროდ ვინთები,
ჰოი! - რარიგ მეთბილება
შენი ხელის თითები.

სადაც წავალ, - თან წავიღებ
შენს სიყვარულს საგზლადა,
ვენაცვალე მის მარჯვენას,
ვინც ლამაზად გაგზარდა.

ასე, ჩემო თვალისჩინო,
სულის თანაზიარო,
მინდა ჩვენი წრფელი გრძნობა
ყველგან გავაზიარო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს