ნაწარმოებები


კარგ მწერალს და შესანიშნავ ადამიანს ირაკლი ლომოურს ესაჭიროება ჩვენი თანადგომა. თუ შეიძლება შეიხედეთ თემაში “ურაკპარაკის ფორუმი >> განცხადებები >> ირაკლი ლომოურის მეგობრები“     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1471     * * *     2018-06-19 14:45 >>> 8

ავტორი: ან...
ჟანრი: პოეზია
7 მარტი, 2018


იყოს აქ

ა.კიკილაშვილი(2017წ).

ღმერთო, დამილოცე ეზო-კარი.
გულმკერდშეთოვლილი მთა და მდელო.
ზარებს, კურთხეულთა, ისე შემოჰკარი-
ზეცა გუგუნებდეს -  საქართველო!!!!
ღმერთო, შეგვიწყალე ტკივილშეჩვეულნი,
გული შეიბრალე,ჩვენი სანაქებო.
ისე აგვიმღერე გული დახანჯლული
მთები ბანს გვაძლევდნენ - საქართველო!!!!
ძვლები მამა-პაპის სისხლში აღრეული,
ღმერთო, რაიქნება ისევ გაამრთელო.
რწმენა შემოგვმატე ისეთი ძლიერი
კლდენი ბუბუნებდნენ -საქართველო!!!
ღმერთო, შენ დაგვლოცე ცოდვით დაბურულნი,
ღმერთო, შენ გაგვხადე სანაქებო.
ისე მოგვაძულე მტერი საწყევარი.
გულზე მჯიღს ვიცემდეთ -  საქართველო!!!
რა დროს მშვიდობაა, როცა ჯიშს გვართმევენ,
მიწა შეჭირხლული , ვაგლახ, აღარ მთელობს.
ხელში იარაღის , გულში ბრაზის ხმაზე
ერთურთს შევფიცებდეთ - ძმებო, საქართველო!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები