ნაწარმოებები


კარგ მწერალს და შესანიშნავ ადამიანს ირაკლი ლომოურს ესაჭიროება ჩვენი თანადგომა. თუ შეიძლება შეიხედეთ თემაში “ურაკპარაკის ფორუმი >> განცხადებები >> ირაკლი ლომოურის მეგობრები“     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1471     * * *     2018-06-19 14:45 >>> 8

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
7 მარტი, 2018


უშველე-ე-ე-თ! ... მოკცდა სიცილით!

  უშველე-ე-ე-თ! ...
    მოკცდა სიცილით!
          ვუძღვნი მათ,, ვინც ხელოვნებაში
          პაიკია და ჟიურიში მეფე ან დედოფალი.
                  ავტორი
ხელოვნებაა
ერთი დიდი ნაგავსაყრელი,
მძაფრი ,,სუნების’’ ნაზავით და
ნეხვის გორებით,
შენც ამ ცხოვრებას ჯერ აჰყევი,
რა გაქვს სათქმელი,
ნუ შეიწუხებ
თავს რაღაცის გამოგონებით.
ფიქრების კვამლით
გულმოდგინედ შებოლილ მუცელს,
არად არგია
ნახატები,
მუსიკა,
ლექსი,
უნიჭოება
ხელოვნებას ირიბად უმზერს
და ვით გოშია,
ამ  ,,ქარავანს’’ თავს მუდამ ესხმის.
ასეთ ყოფაში,
საოცარი მაინც ის არის,
ნაგავსაყრელზე წააწყდებით
აქა-იქ  ,,ოქროს,’’
დრო  ხანგრძლივდება,
თუმცა მაინც ტაატით გადის
და ყველას თავის შესაფერის
პასუხსაც მოთხოვს.
აწმყო
ამტანი ყველაფრის და ამპარტავანი,
როგორც აქამდე გაიცრიცა, -
გაფერმკრთალდება,
მაგრამ ამაში მაინც არის
რაღაც მთავარი,
ნეხვიდან ოქრო
არასოდეს აელვარდება.
თუნდაც ამიტომ და ისედაც,
სხვა რამის გამო,
უსიყვარულოდ არშექმნილი
სამყაროს ხათრით,
დამორცხვებულად,
შეწითლებით,
წუხილით ვამობობ,
ნიჭიერება
წლის მიწურულს
,,წიწილებს დათვლის!’’...
უშველეთ რამე!
ეს ცხოვრება სიცილით კვდება?! ...
ხოლო სიმართლე გათელილი,
საკანში გმინავს,
უნიჭოების
მოაბიჯებს წყება და წყება,
არც სათითაოდ და არც  ,,პაჭკად,’’
არ ფასობს ჩირად ...
მიშველეთ, რამე! ... 
ვიბრიდები,
ვკვდები სიცილით!
ცრემლები მცვივა ღაპა-ღუპით -
პარადოქსია!
მე ამ დროებას გავაცილებ,
მოვკლავ ღლიცინით,
ჩემი ლექსები უკვდავებას გადაკოცნიან!
მიშველეთ, რამე!!! ...
შემეშველეთ,
ნუ მკლავთ სიცილით!!! ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები