ნაწარმოებები



ავტორი: ნელიკო გოგუაძე
ჟანრი: პოეზია
6 მარტი, 2018


გზის გასაყარი

გზის გასაყარი ისე მეტკინა,
ასე მეგონა სული დაიმსხვრა.
ბუნდოვნად ჩანდა გზა ჯვარედინი
და არ ვიცოდი სად წავსულიყავ.
ისეთი მრუმე იყო ბილიკი,
ისეთი გრძელი და უსახური,
რომ შემეშინდა გზა ჯვარედინის
და ხრიოკ მიწას მივანდე მუხლი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები