ნაწარმოებები


კარგ მწერალს და შესანიშნავ ადამიანს ირაკლი ლომოურს ესაჭიროება ჩვენი თანადგომა. თუ შეიძლება შეიხედეთ თემაში “ურაკპარაკის ფორუმი >> განცხადებები >> ირაკლი ლომოურის მეგობრები“     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1471     * * *     2018-06-19 14:45 >>> 8

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
7 მარტი, 2018


წავიდა...

ვუძღვნი ჩემს მეგობარს, გია მაისაშვილს,
რომელიც 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.


ის ძმა არ იყო, მაგრამ მისი ძმობა მხიბლავდა.
მე ძმა მომიკვდა, თუმცა ძმები სულ არ მყოლია.
წინ - ვერ გავბედე, მაგრამ მასთან გვერდით ვიდექი
და ასე, თითქმის გვერდში მდგარი, ამიყოლია.

არც შვილი იყო,  თუმცა მაინც "შვილოს" ვეძახდი, 
სამი "შვილიდან"  ის პირველი გაფრინდა ცაში...
ბევრიც ვეხვეწე, "დაბრუნდი-თქო"! - არ დამიჯერა!
ნათელში გევლოს,  ჩემო დიდო, ჯიუტო ბავშვო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები