ნაწარმოებები


კარგ მწერალს და შესანიშნავ ადამიანს ირაკლი ლომოურს ესაჭიროება ჩვენი თანადგომა. თუ შეიძლება შეიხედეთ თემაში “ურაკპარაკის ფორუმი >> განცხადებები >> ირაკლი ლომოურის მეგობრები“     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1471     * * *     2018-06-19 14:45 >>> 8

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
7 მარტი, 2018


კოცნა ლავიწთან

უსმინე...
უკრავენ შოპენის
„გაზაფხულს“...
მარტია ავყია...
ოდესღაც იმგვარად მიყვარდა,
ჭრილობა სულს დღესაც ატყვია...
მაგრამ გაზაფული მოსულა...
უზნეო ბავშვივით მარტია...
და მხრებზე მოუსხამთ ბებერ მთებს
მწვანე და მოთეთრო მანტია.
იმედის კუნძულზე დავსახლდი,
სულში მზე კვლავ შემომისახლდა,
რადგანაც ზამთარი დამთავრდა,
მე ვბედავ გითხრა, რომ:
მიყვარხარ...
რომ ისევ მიყვარხარ,
ბოლომდე,
თვალებმა ვერაფრით დაგმალეს...
და როგორც გაზაფხულს, მივენდე -
მთებივით ვეება შენ მკლავებს...
და ღია ჭრილობას მიხორცებ,
სალბუნად მედები ტკივილზე,
ჩემო სევდისფერო მისოუსტ,
თვალებგახელილი გისიზმრებ...
უსმინე:
უკრავენ შოპენის
„გაზაფხულს“...
მარტია, მარტია...
არცკი გიცნობდი და
მიყვარდი...
და ლექსებისფერი მანტია
მოვისხი,
იმედით ვიღვიძებ...
და როგორც წითელი მოცხარი,
ღობიდან გიმზერ და გიცინი,
მოდი და თუ გინდა,
მომკალი...
მარტია...
იმედებს ვაცოცხლებ,
„გაზაფხულს“ ვუსმენ და ვიღიმი...
გახსოვს, პირველად რომ მაკოცე???
ლავიწთან...
სუნთქვა და...
ინტიმი...
მარტია...
იმედებს ვაღვიძებ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები