ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: იუმორისტული
7 მარტი, 2018


იმირომტომ!

ჩემო კაირო, ჩემო რომო, ჩემო ათენო,
კიდევ რამდენი ღამე უნდა ფხიზლად ვათენო?!
ჩემო პრადავ და ერმიტაჟო, ჩემო ვერსალო,
უორნერ ბრაზერსო, კოლუმბიავ, უნივერსალო.

ჩემო მაიავ, ესკიმოსო, ჩემო აცტეკო,
ო, როგორ მინდა, ჩემს დაკრულზე ტანგო გაცეკვო.
ჩემო მინოსის ლაბირინთო, ჩემო დედალოს,
ნეტა პირველი კვერცხი იყო, თუ ჯერ დედალი?

ჩემო ჩანჩქერო, ნიაგარავ, ჩემო ანხელო,
მინდა სამყარო შენი ხიბლის შურში ვამხილო.
ჩემო მტანჯველო, მურვან ყრუო, ჯალალედინო,
და მაინც სულში რომ მიზიხარ, გინდაც მეძინოს.

ზელანდიელო ჩემო ახალ, ანუ მაორო,
ისე მიყვარხარ, არ მყოფნი და მსურს გაგაორო.
შენი თვალები მიფანტავენ ნისლსა და ბურუსს,
და გეტმასნები წელზე, როგორც ჩანთა კენგურუს.

და ბოლოს ჩემო ამერიკავ, რუსეთო, ნატო,
ერთი კითხვა მაქვს,
მიპასუხეთ,
მითხარით: რატოოოომ?!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები