ნაწარმოებები


კარგ მწერალს და შესანიშნავ ადამიანს ირაკლი ლომოურს ესაჭიროება ჩვენი თანადგომა. თუ შეიძლება შეიხედეთ თემაში “ურაკპარაკის ფორუმი >> განცხადებები >> ირაკლი ლომოურის მეგობრები“     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1471     * * *     2018-06-19 14:45 >>> 8

ავტორი: ნათია დაშნიანი
ჟანრი: პოეზია
7 მარტი, 2018


----- * * *------

შემოპარულმა გაზაფხულმა
თეთრი ხელები
მოხვია ატმებს.
დასახეთქი
კვირტები ეწვით,
ბორკილებს ტეხენ ყვავილები-
ზამთრის მძევლები,
მამა-პაპათა ნასახლარზე
ქვითინებს ლერწი.

წუხელის მთვარე დაატყვევა
სავსე ფიალამ,
თვალცრემლიანო ალუბალო
რა მალე თვრები,
ვინ იცის მარტმა რა კოცონი
აგიბრიალა-
გამექეცი  და გიშრისფერი
გაშალე თმები.

გულს ნუ გააღებ აპრილამდე,-
მარტი ცივია,
შემოგიძვრება თბილ უბეში,
ბოლომდე შეგშლის,
თოვლის ზეწარი ენძელებზე
გადაცლილია,
გარეთ კი არა,
გაზაფხული ფეთქდება შენში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები