ნაწარმოებები


კარგ მწერალს და შესანიშნავ ადამიანს ირაკლი ლომოურს ესაჭიროება ჩვენი თანადგომა. თუ შეიძლება შეიხედეთ თემაში “ურაკპარაკის ფორუმი >> განცხადებები >> ირაკლი ლომოურის მეგობრები“     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1471     * * *     2018-06-19 14:45 >>> 8

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
8 მარტი, 2018


სანამდე წავედი...

სიცოცხლე მე მჭირს და ცხოვრებას მე ვჭირვარ,
გავუგეთ ერთმანეთს...
როცა არ ვუმართლებ, ჰგავს ხოლმე ეჭვიანს,
კი მიყვარს, ღმერთმანი!
მაინც სულ შავ-თეთრი ზოლებით მატარებს,
სულ მიწყობს გამოცდებს.
ხან ისე მექცევა თითქოს ვარ პატარა,
უნდა რომ გავოცდე...
მზის თოთო ბაჭიებს საწოლზე, სარკმელზე
დილა რომ დაგისვამს,
მზერა მადლიერით ცას ერთხელ ახედე,
სხვა მეტი რა გითხრა...
სიმუქეს სულ ღია ფერებით ვაზავებ,
ფერს მინდა მივყავდე!
ოცნებას ჩიტივით ჩემს გულში ვაზამთრებ,
მინდა რომ მიყვარდეს
ეს ბიჭი, ის გოგო, ეს დილა, ის ღამე,
წუთიც და წამებიც!
ცხოვრებავ, მე მგონი მანამდე გისწავლე,
სანამდე წავედი...
08.03.18

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები