ნაწარმოებები


კარგ მწერალს და შესანიშნავ ადამიანს ირაკლი ლომოურს ესაჭიროება ჩვენი თანადგომა. თუ შეიძლება შეიხედეთ თემაში “ურაკპარაკის ფორუმი >> განცხადებები >> ირაკლი ლომოურის მეგობრები“     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1471     * * *     2018-06-19 14:45 >>> 8

ავტორი: იადონი
ჟანრი: პოეზია
9 მარტი, 2018


...

მიწა იჟღინთება სევდით.
გულს ხომ მარტოობის სჯერა..
ფიქრი, დანებების ფერით
ტკივილს უთმობს მაღალ მწვერვალს.

ლულამ გაისროლა სადღაც-
კვამლში აირია დენთი.
მტკივა, ვერ მოვითმენ ამღამ,
შენთან მოვალ ისევ ფეხით..

სულის ამოძახილს ვმალავ,
ღრუბლებს მზის სხივები წიწკნის!
მომავალს შავთეთრად ვხატავ,
ისევ გათენება მიჭირს..

ხელით ვძიძგნი ახალ ნამარხს,
მჯერა რომ "ადგილზე" არ ხარ!
ფიქრებს გავექცევი. ნანატრს-
სახლში მომღიმარედ გნახავ..

ძალას ვერ ვპოულობ ჩემში,
ისევ გაუნძრევლად ვზივარ.
მგლოვიარე, სანთლით ხელში
ხვალინდელის შიშით ვკრთი და..

უცებ დამიდგება თვალწინ,
შენი მომღიმარი სახე..
ხელებს ვხედავ ჩემკენ გაწვდილს,
უნდა ჩამეხუტოს მალე..

წამით შევიგრძენი რაღაც,
უცნაურად გათბა გული.
ვცადო, რა იქნება, მართლაც
სულთან ვიმეგობრებ თუკი..

მუდამ ვიგრძნობ ძალას მისას.
ოცნებებში ხშირად ვნახავ,
არ დავუშვებ ვინმემ მითხრას
რომ არ დავაფასებ ამაგს!

ვივლი უსასრულო გზაზე,
ტკივილს, მონატრებას ვანდობ!
აღარ შემაშინებს "ხვალე",
ამას გააზრებით ვამბობ!

მაინც ვერაფერი მშველის!
ჩემში იმედს მხოლოდ ათოვს..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები