ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: იადონი
ჟანრი: პოეზია
12 მარტი, 2018


მინდა ამოხეთქოს ჩემში გრძნობებმა და..

მინდა ამოხეთქოს ჩემში გრძნობებმა და
ყველას პირში გითხრათ თქვენი სინამდვილე!
და რომ ეს ფიქრები, ცრემლი და გრძნობები
ნაზი ღიმილებით გულს არ მიმარცვლიდეს!

მინდა გავსნა კარი აღარ ჩავიკეტო.
აღარ მეტკინოს, არც სიტყვა გამიძვირდეს..
მინდა დავინახო ვინმესთვის ნათქვამი,
რომ გამიფერკმრთალდეს და არ გამიმუქდეს..

მინდა გააყალბოს ყინვამ გაზაფხული,
ქარმა გაიტაცოს შეყინული კვირტი
და დრო დავაბრუნო, ზუსტად იმ წამებში..
როცა ბრმად მიგენდე და არ დაგაკვირდი!

ბევრჯერ სასაცილო, ხშირად გულნატკენი,
მუდამ უსამართლოთ გაკიცხული გყავართ.
მე მაბედნიერებს მხოლოდ ის ფაქტი, რომ
სულ მცირედით, მაინც, თქვენ არ წაგაგავარ!

მინდა ამოხეთქოს ჩემში გრძნობებმა და
ყველას პირში ვუთხრა თავის სინამდვილე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები