ნაწარმოებები



ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
9 მარტი, 2018


დასავლეთის აგენტი ე.წ. ”დისიდენტების” მიერ საქართველოს სსრ-ში არსებული ვითომდა უზარმაზარი (სინამდვილეში - მინიმალური, აშშ-თან შედარებით) ”კორუფციის” კრიტიკის შესახებ

დასავლეთის აგენტი ე.წ. ”დისიდენტების” მიერ საქართველოს სსრ-ში არსებული ვითომდა უზარმაზარი (სინამდვილეში - მინიმალური, აშშ-თან შედარებით) ”კორუფციის” კრიტიკის შესახებ


ყოველი გონიერი ადამიანისთვის აშკარაა, რომ ”კორუფცია” არის იქ, სადაც არის ფული. ფული არის იქ, სადაც არის ეკონომიკა. სადაც არ არის ეკონომიკა, და შესაბამისად, არ არის ფული, იქ არ არის ”კორუფცია”.

ამიტომ, სადაც არის ეკონომიკა, და შესაბამისად, არის ფული, იქ ”კორუფცია” ყოველთვის იყო, ყოველთვის არის და ყოველთვის იქნება.

დასავლეთის აგენტი ე.წ. ”დისიდენტების” საყვარელი სალაპარაკო თემა იყო ”კორუფცია” საქართველოს სსრ-ში, მათი აზრით, საქართველოს სსრ-ში ”კორუფცია” იყო, აი, აშშ-ში კი, ”დემოკრატიის სავანეში” - არა.

სტყუოდნენ.

დღეს უკვე მთელი ქართველი ხალხისთვის აშკარა გახდა, რომ აშშ-ში და თვითონ თანამედროვე კაპიტალისტურ საქართველოში არსებული ”კორუფცია” ყვავის და იფურჩქნება, და საქართველოს სსრ-ში არსებული სასაცილოდ მცირე ”კორუფცია” ახლოსაც ვერ მივა კაპიტალისტურ ქვეყნებში არსებულ ”კორუფციასთან”. სინამდვილეში, საქართველოს სსრ-ში ”კორუფცია” მინიმალური იყო, აშშ-თან და კაპიტალისტურ საქართველოსთან შედარებით. გავიხსენოთ აშშ-ში და კაპიტალისტურ საქართველოში სახელმწიფო შესყიდვებში არსებული ფანტასტიკური დონის ”კორუფცია”. 10-ცენტიან ჭანჭიკს მილიონ დოლარად რომ ყიდიან.

რატომ იყო დასავლეთის აგენტი ე.წ. ”დისიდენტების” საყვარელი სალაპარაკო თემა ”კორუფცია” საქართველოში?

არა, ”კორუფციის” აღმოფხვრის მიზნით, რაც შეუძლებელია, არ ყოფილა, მაგრამ თვითონ ქართველი ხალხის მოსპობის მიზნით, კი, იყო, პრინციპით, - არ არის ეკონომიკა, არ არის ფული, არ არის ხალხი, არ არის “კორუფცია”. ვიმეორებთ, ”კორუფცია” არის იქ, სადაც არის ფული. ერთადერთი ვარიანტი, როცა შესაძლებელია ”კორუფციის” მოსპობა, ეს არის ფულის, ანუ ეკონომიის, განადგურება. ეკონომიკის განადგურება ნიშნავს ხალხის შიმშილში გაწყვეტას.

ეკონომიკურად სსრკ იყო 1 (ერთი) კორპორაცია, აშშ არის ბევრი კორპორაციები.

ქურდობა კორპორაციის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან იყო სსრკ-ს ერთ კორპორაციაშიც, და არის აშშ-ს ბევრ კორპორაციებშიც.

და რა?

ვკითხულობ, და რა?

თუ დასავლეთის აგენტი ე.წ. ”დისიდენტების” უკუღმართი ლოგიკით ვიხელმძღვანელებთ, მაშინ, იმისთვის რომ აღმოიფხვრას კორუფცია კორპორაციის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან აშშ-ს ბევრ კორპორაციებში. ამისთვის უნდა განადგურდეს ამერიკელი ხალხი? პრინციპით, - არ არის ეკონომიკა, არ არის ფული, არ არის ხალხი, არ არის “კორუფცია”.

თუ დასავლეთის აგენტი ე.წ. ”დისიდენტების” ლოგიკით ბოლომდე ვიხელმძღვანეელთ, მაშინ კი.

მაგრამ დასავლეთის აგენტი ე.წ. ”დისიდენტები” არ მოუწოდებენ ამერიკელი ხალხის განადგურებისკენ, დასავლეთის აგენტ ე.წ. ”დისიდენტებს”აშშ-ის ხალხი გასაწყვეტად არ ემეტებათ, საკუთარი - კი, ამერიკელები - არა.


კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
9.03.2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები