ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ბენიამინი
ჟანრი: პოეზია
9 მარტი, 2018


სდუმხარ!

სდუმხარ...
და ამ სიჩუმით ხმაურს მიკერავ,
თავადაც გისმენ, ჩუმად კალიოპს,
ახლა ქარია როგორც ნიკეა
შენ კი ქალი ხარ ვინც არ მპატიობს...


მშვიდია ნისლი როგორც გეიშა
თითქოს საშიში ხმების კალუნდრა
შენი არ ყოფნა ცუდად მენიშნა,
და თითქოს სული სხეულს განუდგა


ვყვირივარ, როცა სიტყვის ტირადა,
მიბრუნებს უკან გრძნობის ჟარგონებს,
ვიცი არაფრად აღარ ვღირვარ და
ამ ჩემ თავს აწი რა მოგაგონებს


სდუმხარ...
და სიჩუმის ხდები ადაჯო
ისე ვიქცევი როგორც მოლოხი
მე მაინც ღამით, შენს თავს ვდარაჯობ,
არ ყოფნის სევდას, ფორმით - მხოლობითს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები