ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
10 მარტი, 2018


* * *მინიმები**

მთელი ცხოვრება
თელავდა ყვავილებს,
ჭრიდა ხეებს,
ეტრფოდა ადამიანებს.
ბოლოს საფლავთან ,
მხოლოდ პირველი
ორი დარჩა
ფეხმოუცვლელად.
*******************
ბაღში პირველი
მერცხალი მოკლეს,
ბაღის უდარდელ
სახეს ვწყევლიდი,
დაწვეს უბრალოდ,
წაკითხვის შემდეგ,
ბედნიერების
მაცნე წერილი.
******************************
ნუ , ნუ ახვეტავ ხის ძირიდან
შენ ნურცერთ ფოთოლს,
ხემ რომ ფესვებზე აიფარა ,
დიდი ზამთრის წინ,
ეს იგივეა შენ გიკლავდენ
ყველაზე ძვირფასს
და არ დაგინდონ
თვალზე ხელის აფარებისთვის.
************************
საფლავთან მწოლი,
ზედ დათოვდლილი
კაცი იხილა
და შექმნა ღმერთმა
სიზმარი.
*******************
ამ პირველ თოვლზე .
უშეცდომოდ რომ
მიყვებიან ნადირის კვალს,
მონადირენი.
თოვლმა რა იცის, რა ატკინა?
როგორ ატკინა?
ჩვენც რამდენ ასეთ
ტკივილებს ვთესავთ
და რა ძნელია,
იმ ფიფქად დარჩე,
მიწაზე დაბლა დაცემამდე,
ხეს რომ შემორჩა.
***********************

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები