ნაწარმოებები


კარგ მწერალს და შესანიშნავ ადამიანს ირაკლი ლომოურს ესაჭიროება ჩვენი თანადგომა. თუ შეიძლება შეიხედეთ თემაში “ურაკპარაკის ფორუმი >> განცხადებები >> ირაკლი ლომოურის მეგობრები“     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1471     * * *     2018-06-19 14:45 >>> 8

ავტორი: დავით...
ჟანრი: პოეზია
10 მარტი, 2018


...

რა სილამაზე, ნაცრისფერი არის
ქუჩები,
რა სიყვარული, სუიციდი არის
მოყვასი,
ამოკემსილი, ფერწასული დაგაქვს
ტუჩები
და ჯოჯოხეთის გზას გიჩვენებს
შენი
კომპასი...
ნაცრისფერია... ნაცრისფერია გარშემო
ყველა,
ადამიანებს ვერ უპოვნე შენთან
საერთო,
შენი სამყაროს გადაბმული ჩაგესმის
ხველა
და საბოლოოდ შენც მოგიწევს
იმ ფაქტს
დაერთო,
რომ მარტოობა ლექსებიდან
ფანჯრამდე
მიდის.
ყველა ოთახში დაკიდული ფარდა
დაუშვი,
შენში იუდა, დღეს შენივე მაცხოვარს
ყიდის
და ვერ იძინებ განბნეული ვერცხლის
ხმაურში...
ნაცრისფერია... ნაცრისფერია
ტაძრები,
სახლი,
ღმერთი დაკარგე, ღმერთის მერე
შენივე სული,
შენს ფიქრებს ახლა გაქანებულ
მანქანებს ახლი,
და სიბნელეა... სიბნელეა გარშემო
სრული...
რომ აღარ გყოფნის ჰაერი და
ღიმილი
სხვათა,
რომ ვეღარ იტევ ამ სამყაროს,
ვეღარ
იფერებ,
სინამდვილისგან რომ გეწყება
სხეულის
რყვნა და
ღმერთს კი არა, საკუთარ თავს
ვეღარ
იჯერებ...
ადამიანი, პოეზია, მღერა,
სამყარო,
ცისარტყელები, შემოდგომა,
ფიქრის
გრცხვენია,
ნეტავ როდემდე შეგიძლია
ღმერთი
ატარო,
როცა გარშემო ყველაფერი
ნაცრისფერია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები