ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ჯანა
ჟანრი: თარგმანი
10 მარტი, 2018


ბულატ ოკუჯავა - მისი უდიდებულესობა ქალი

მისი უდიდე/ბულესობა ქალი ბრძანდებით!!
ნუთუ ჩემთან ხართ?! ვერ ვიჯერებ... მაგ შარმის გარდა,
შემოგყვათ ველთა მდუმარება, გარეთ ლანდები
გამუქდა, როცა ჩამოეშვა სიბნელის ფარდა.

წვეთავს წვიმა და ყველა წვეთი გულზე მესობა,
მბჟუტავი შუქით აილანდა ჩრდილები ბნელი,
რამ მოგიყვანათ, თქვენო უდი/დებულესობავ,
რას მივაწერო ეს სტუმრობა მოულოდნელი?

აქ ხანძარია, თქვენმა მოსვლამ დააგიგზგიზა,
თუმცა კვამლისგან მეტისმეტად გაძნელდა სუნთქვა,
თუ შეიძლება, შემობრძანდით, კართან რისთვისღა
გაჩერებულხართ, დაბნეული დამდგახართ ზღურბლთან.

ვინ ხართ, საიდან, როგორ გაჩნდით, ვისით ან რითი?
შემოხვედით და დააღწიეთ თავი უკუნეთს...
სასაცილო და გულუბრყვილო, ახლაღა მივხვდი:
თქვენ შეგეშალათ მისამართი და საუკუნე.

ВАШЕ ВЕЛИЧЕСТВО ЖЕНЩИНА

Тьмою здесь все занавешано,
И тишина как на дне...
Ваше Величество Женщина,
Да неужели ко мне?

Тусклое здесь электричество,
С крыши сочится вода.
Женщина, ваше величество,
Как вы решились сюда?

О, ваш приход - как пожарище.
Дымно, и трудно дышать...
Ну, заходите, пожалуйста.
Что на пороге стоять?

Кто вы такая? Откуда вы?!
Ах, я смешной человек...
Просто вы дверь перепутали,
Улицу, город и век.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები