ნაწარმოებები



ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
12 მარტი, 2018


წარმართობისგან განდგომილების შთამომავლებიდან ვის და რატომ არ მოსწონს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის 143-ე (”არც ერთ სარწმუნოებას არა აქვს უპირატესობა”) და 144-ე მუხლები (”ხარჯის გაღება სახელმწიფოს ხაზინიდან და ადგილობრივ თვითმართველობათა თანხიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისათვის აკრძალულია”)?

ქართველი ხალხის წინაპრების პირველი რელიგიისგან, ეროვნული რელიგიისგან, წარმართობისგან, განდგომილების შთამომავლებიდან ვის და რატომ არ მოსწონს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის 143-ე (”არც ერთ სარწმუნოებას არა აქვს უპირატესობა”) და 144-ე მუხლები (”ხარჯის გაღება სახელმწიფოს ხაზინიდან და ადგილობრივ თვითმართველობათა თანხიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისათვის აკრძალულია”)?


ვინ უგულებელყოფს საკუთარი წინაპრების ხსოვნას, სხვა ეროვნების სასარგებლოდ, ვის და რატომ არ მოსწონს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის 143-ე და 144-ე მუხლები?

ქართველი ხალხის წინაპრების პირველი რელიგია, ეროვნული რელიგია, არის წარმართობა.

ახ. წელთაღრიცხვის მე-3-მე-4 საუკუნემდე, 12 ებრაელი მოციქულის მიერ ქადაგებული  რელიგიის მიღებამდე, ქართველი ხალხის წინაპრების პირველი რელიგია არის წარმართობა.

ვიმეორებ, ქართველი ხალხის წინაპრების პირველი რელიგია, ეროვნული რელიგია, არის წარმართობა.

ქართველი ხალხის წინაპრების პირველი რელიგიისგან, ეროვნული რელიგიისგან, წარმართობისგან, განდგომილების შთამომავლებიდან, იმათ,  ვინც აცხადებს, რომ ეროვნებით ქართველი არ შეიძლება იყოს რელიგიით მუსულმანი, რომ თითქოს რწმენით მუსულმანად ყოფნა არის ქართველობის ღალატი, და რომ ეროვნებით ქართველობა ავტომატურად ნიშნავს რწმენით ქრისტიანად ყოფნას, და ეთნიკურად ქართველების, აღმსარებლობით მუსულმანების, საქართველოდან განდევნისკენ მოუწოდებენ, დავუსვათ ელემენტარული კითხვა:

”ქართველი ხალხის წინაპრების პირველი რელიგია, ვიმეორებ, პირველი რელიგია,  არის თუ არა წარმართობა?”

ამ კითხვაზე არსებობს მხოლოდ 2 (ორი) შესაძლო პასუხი:

1) ”არა, ქართველი ხალხის წინაპრების პირველი რელიგია არ არის წარმართობა”.
2) ”დიახ, ქართველი ხალხის წინაპრების პირველი რელიგია არის წარმართობა”.



ამის შემდეგ დავსვათ  2 (ორი)  ელემენტარული კითხვა:

1) ”თუ ქართველი ხალხის წინაპრების პირველი რელიგია არ არის  წარმართობა, მაშინ ახ. წელთაღრიცხვის მე-3-მე-4 საუკუნემდე, 12 ებრაელი მოციქულის მიერ ქადაგებული  რელიგიის მიღებამდე,  ქართველი ხალხი არ არსებობდა? ზემოთ აღნიშნული ლოგიკის მიხედვით, თუ  ქართველობა იგივე ქრისტიანობაა, მაშინ  რა,  ტყუილი ყოფილა  განცხადებები, რომ თითქოს ქართველ ხალხს  სახელმწიფოებრიობის 3 და 6 წლის ისტორია აქვსო? თუ ზემოთ აღნიშნული ლოგიკის მიხედვით, ქართველი ხალხი არ არსებობდა, მაშინ  ქართველ ხალხს  სახელმწიფოებრიობის 3 და 6 წლის ისტორია როგორ აქვს?”

2) ”თუ ქართველი ხალხის წინაპრების პირველი რელიგია არის  წარმართობა, მაშინ პირველი რელიგიის შეცვლა, და 12 ებრაელი მოციქულის მიერ ქადაგებულ რელიგიაზე გადასვლა, ზემოთ აღნიშნული ლოგიკის მიხედვით, რა არის? ქართველი ხალხის წინაპრების პირველი რელიგიის, წარმართობის, ღალატი?”



ველოდებით პასუხს. სანამ პასუხს გასცემდეთ, ჯერ წანამდებარე სტატიაზე თანდართულ ისტორიული საქართველოს რუკას შეხედეთ. შეადარეთ საქართველოს  თანამედროვე რუკას. დაიჭირეთ განსხვავება. გააცნობიერეთ მიზეზები. შედარებისთვის, ცოტა ზემოთ აიხედეთ. გვერდით გაიხედეთ. უკან გაიხედეთ, რატომ იქცეოდა დავით აღმაშენებელი სხვადასხვა რელიგიის მიმდევრების მიმართ ისე, როგორც იქცეოდა, და არა განსხვავებულად. დაფიქრდით, მრავალი ერით და რელიგიის მიმდევრით დასახლებული სახელმწიფოების მესვეურებს ისევე რომ ეფიქრათ, როგორც ზემოთ აღნიშნული ლოგიკის მიმდევრებს, მაშინ ხომ ეს სახელმწიფოებიც ისეთივე და იმაზე პატარა ტერიტორიების მქონეები იქნებოდნენ, როგორიც დღეს თანამედროვე საქართველოა. ბევრი საერთოდ არ იარსებებდა. საერთოდ. შეხედეთ  საქართველოს  თანამედროვე რუკას.  გააცნობიერეთ, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვის  მიზეზები ზემოთ აღნიშნული ლოგიკის მიხედვით მოქმედებაც არის. ბოლოს და ბოლოს, გავიხსენოთ ე.წ. ”კოსოვოს პრეცედენტი”. შეგახსენოთ? გახსენებთ.  ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ცნეს კოსოვოს დამოუკიდებლობა,  მაშინ როცა კოსოველი ალბანელები ისტორიული სერბეთის მიწაზე პირველად სულ ახლახანს, მე-20 საუკუნეში გამოჩნდნენ, ანუ დაახლოებით უკანასკნელი 100 (ასი) წლის განმავლობაში, ხოლო სერბები ამ მიწაზე ცხოვრობდნენ უკანასკნელი 1 (ერთი) ათასი წლის განმავლობაში. გააცნობიერეთ, რომ ჩინეთში 1,4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, ინდოეთში 1,5 მილიარდი ადამიანი. ორივე ერთად 2,9 მილიარდი. და მათ შორის პრაქტიკულად თითქმის არ არიან მართლმადიდბელი ქრისტიანები.  არც სხვა კონფესიის ქრისტიანები. 2,9 მილიარდი მეტია, ვიდრე 3,6 მილიონი საქართველოს მცხოვრები, რომელთაგან ეთნიკური ქართველი არის დაახლოებით 2,5 მილიონი, რომელთაგან მხოლოდ ნაწილი არის მართლმადიდებელი. არითმეტიკის მოყვარულების საყურადღებოდ, რომლებიც ფიქრობენ, რომ უმრავლესობაში არიან,  განვმარტავ, დღეს თურქეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს დაახლოებით 3, ან 5, ან 7 მილიონი ქართველი, რომელთაგან თითქმის ყველა არის აღმსარებლობით მუსულმანი. ასე რომ, ვინც ფიქრობს, რომ უმრავლესობაშია, დაფიქრდეს, რომელი ციფრი უფრო მეტია, 2,5 მილიონზე ნაკლები, თუ 3, ან 5, ან 7 მილიონი, თუ 1,4 მილიარდი, ან 1,5 მილიარდი, ან 7 მილიარდი. დღეის მდგომარეობით, დედემიწაზე 7 მილიარდზე მეტი  ადამიანი ცხოვრობს. და ამ 7 მილიარდზე მეტი ადამიანიდან, საქართველოს მცხოვრები არის 3,6 მილიონი, რომელთაგან ეთნიკური ქართველი არის დაახლოებით 2,5 მილიონი,  რომელთაგან მხოლოდ ნაწილი არის მართლმადიდებელი.  შეადარეთ, 7 მილიარდზე მეტი, და 2,5 მილიონზე ნაკლები.

ქართველი ხალხის წინაპრების პირველი რელიგიისგან, ეროვნული რელიგიისგან, წარმართობისგან, განდგომილების შთამომავლებიდან, იმათ, ვინც აცხადებს, რომ ეროვნებით ქართველი არ შეიძლება იყოს რელიგიით მუსულმანი, რომ თითქოს რწმენით მუსულმანად ყოფნა არის ქართველობის ღალატი, და რომ ეროვნებით ქართველობა ავტომატურად ნიშნავს რწმენით ქრისტიანად ყოფნას, და ეთნიკურად ქართველებს, აღმსარებლობით მუსულმანების, საქართველოდან განდევნისკენ მოუწოდებს, ვეკითხებით, რა გინდათ? რომ რა? რა ჰქვია ადამიანს, რომელიც, უმცირესობაში მყოფი, ძალადობისკენ მოუწოდებს?  რა მიზნით? რომ რა? კიდევ ერთხელ შევხედოთ რუკას.

და ბოლოს, ქართლ-კახეთის მეფეებისთვის, რომელთა დიდი ნაწილი, აღმსარებლობით მუსულმანი იყო, და იმათთვის, ვინც ეს ფაქტი არ იცოდა, ან ფიქრობს, რომ ფაქტის არსებობა, ანუ სიმართლე,  შეურაცხმყოფელია პირადად მისთვის, ან  ქართ-კახეთის მეფეებისთვის, საინტერესო იქნება, რომ,

1) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის 143-ე მუხლის თანახმად ”არც ერთ სარწმუნოებას არა აქვს უპირატესობა”.

2) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის 144-ე მუხლის თანახმად ”ხარჯის გაღება სახელმწიფოს ხაზინიდან და ადგილობრივ თვითმართველობათა თანხიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისათვის აკრძალულია”.


და ბოლოს, აღვნიშნოთ ყველაზე მთავარი. ყოველი გონიერი ადამიანისთვის აშკარაა, რომ წარმართობა იქნება, ბუდიზმი, თუ რომელიმე სხვა, ან პირველი რელიგია, ან შუა, ან ბოლო რელიგია, ეს დეტალებია. მთავარი ის არის, რომ მრავალკონფესიულ, მრავალეროვნულ სახელმწიფოში ერთი რომელიმე ჯგუფის მთავარად, სხვებთან შედარებით უპირატესად, გამოცხადება, ეს არის ამ სახელმწიფოს დაშლის გარანტია. ვის უნდა ეს? აბა, დაფიქრდით. მოყვარეს არა, არ უნდა. აბა, მაშინ ვის უნდა?


კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
12.03.2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები