ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: უმა თურმანი
ჟანრი: პროზა
13 მარტი, 2018


უსტუმრო სახლი


მართლა ჯვარი აქაურობას და კუბოს ემსგავსება სახლი, თუ მას არავინ შემოაღებს, არ იტყვის: „კეთილი იყოს ჩემი ფეხიო, არ იტყვის“, არ გაგიღიმებს, არ ჩაგიხუტებს, არ გეტყვის, რომ მოენატრე, არ გაგათბობს მითუმეტეს, ზამთრის სიცივეში. გამოკეტილი ზიხარ და გგონია, რომ ისე გაცივდა ყველაფერი ამ ამინდისგან, მალე ლოლუები დაეკიდება ირგვლივ. მაგრამ, რა ვუყოთ შინაგან, ადამიანურ ზამთარს?
ეს არავისი ბრალია... ეს კაპიტალიზმის პირმშოა - ურთიერთობების გაცივება, ქრონიკული დაკავებულობა, აჩქარებული ტემპი...  წარმატებისკენ უსასრულო სწრაფვა, როცა ყველაზე ძვირფასი - სითბო და სიყვარული, თბილისის თოვლივით დნება... სადღაა თბილისური ურთიერთობები, რომლებიც მართლა ლოლუებად დაეკიდა ქალაქს? „ზამთარს ყველაზე მეტად სცივა და ჩვენ უნდა გავათბოთო,“ - ფიქრობდა ლალი, მაგრამ არ იყო დარწმუნებული, რომ გიჟად არ ჩათვლიდნენ და საკუთარ თავთან მონოლოგით იფარგლებოდა... „ან ეს ფეისბუქი რაა? აზარმაცებს ადამიანებს“... იმ დღეს დაებლოკა ორი კვირით და განსაკუთრებული მონატრება სწორედ მაშინ შემოაწვა... აი, რატომ აღარ დადის ხალხი ერთმანეთთან და მეგობრებს შორისაც კი, შეხვედრები საქმიან ხასიათს ატარებს მხოლოდ... ეს გადაგვარებაა... „ჩვენ ამ ევროპისგან კარგი გადმოვიღოთ და ჩვენი კარგიც დავიტოვოთ,“ თქვა ერთხელ მამიდასთან სტუმრად მისულმა ლალიმ. „ჩვენ პირიქით ვაკეთებთ“, დანანებით გაიქნია თავი ბიძია გოგიმ. 
თანაც, ეს სიშორე... ახლა, ზამთრის ქარებს აღარ იკითხავთ, ასე რომ ეხმიანება განწყობას? ლალი კი  ადრე ქალაქის მთლად გულში - დიდუბეში ცხოვრობდა, ისეთ ადგილას, სადაც უნდა წახვიდე, ყველა უბნისთვის შუაგული რომ არის... ახლა კი, იცოცხლე, ჰაერი და სისუფთავე ბევრად უკეთესია, მაგრამ გამოსავლელზე არ ხარ და არც აღარავინ მოდის - შორიაო...
ლალიც მუშაობდა, მაგრამ დისტანციურად - სახლიდან... აღარც კოლექტივი ჰყავდა, აღარც მეგობრები. ამ  უკანასკნელთა უმეტესობას შვილების გამო სულ სხვა სამყარო ჰქონდა, ზოგი კი თავის ახალ თანამშრომლებთან მუშაობდა და ერთობოდა კიდეც... სულ მარტო დარჩა... სტუმარი კი არსად ჩანდა...
მაგრამ, ყოველ მედალს მეორე მხარე აქვს... ლალის კარგი ანაზღაურება ჰქონდა, ფულიც ეზოგებოდა, აბა, სხვა სარჩენი არავინ ჰყავდა... ვერც ვერსად ხარჯავდა მაინცდამაინც ამფსონების სიმცირის გამო... მოიხმარა ძმის სტატისტიკურ-ანალიტიკური უნარები, ერთად შეადგინეს ბიზნეს-გეგმა და ერთ დღესაც, ყოჩაღმა გოგონამ, საკუთარი მცირე საოჯახო ტიპის სასტუმრო გახსნა... აი, მას მერე კი სტუმრები არ მოჰკლებია... მერე, იცოცხლე, გამოჩნდნენ მეგობრები... ყველას გაუკვირდა, როგორ მოახერხა ამ წყნარმა გოგომ ამდენი, მაგრამ პროფესიიდან გამომდინარე, კონტაქტები ჰქონდა ბევრი და ამან დადებითად იმუშავა საქმის წარმოებაზე. ცოტა ხანში, მთარგმნელი და ჟურნალისტი ლალიკო რესპექტაბელურ ბიზნეს-ლედად იქცა...
ერთ-დღეს, იმავე წრიდან, ბიზნესმენ ლადო ნაკაშიძეს მოუვიდა თვალში - მომხიბლავი ახალგაზრდა ქალი იყო, აფეთქებულ ალუბალს ჰგავდა... რესტორნებში რამდენიმე შეხვედრისა და თაიგულების მირთმევის მერე, ხელიც სთხოვა...
ახლა უკვე დამხმარე ქალიც ჰყავს ლალის შინ, სტუმრებიც არ აკლია, და ცხოვრება მართლაც მშვენიერი, თბილი და სიყვარულით სავსეა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები