ნაწარმოებები



ავტორი: მირიან მერცხალაძე
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2018


თმები შეგრჩენია ისევ მოღიავო...

თმები შეგრჩენია ისევ მოღიავო,
თუმცა ხასიათი კვლავ ისტერიული,
მაგრამ შენი დედაც... ჩემო ფროილაინ,
ალბათ შენზე ისე ვერ ინერვიულობს,

როგორც მე ვშფოთავ და, ძილიც კი გამიტყდა,
ძირს გადმოგდებული მწიფე კაკალივით,
-როგორც აისბერგი იდგა ტიტანიკთან,
ისე ვტივტივებ და მხრები მაკავებენ,

როცა მექაჩება შენსკენ ბორიალი,
ირგვლივ გოგონებიც ბლომად შემიგროვდნენ,
თუმცა შენი დედაც... ჩემო ფროილაინ,
შენს წილ სიმარტოვეს ისე ვერ იგლოვებს.

როგორც მე ვგლოვობ და, უკვე მოვიარე,
ფეხით მარტოდმარტო გზები სერიული,
შენ კი თმები შეგრჩა მხოლოდ მოღიავო,
ხოლო ხასიათი კვლავ ისტერიული.












კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები