ნაწარმოებები



ავტორი: ნათია დაშნიანი
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2018


* * *


სიცარიელე ჩემში ახლა
ჩემზე მეტია-
უჰაერობა დასჩვევია გულსა და ფილტვებს,
როცა თვალები გაზაფხულებს
აღარ ეტრფიან,
უფერულ დღეებს რიგრიგობით
მუხლებზე ვიმტვრევ.
მერე ჭრიალით გამოვაღებ
სულის დარაბებს,
მზე გადაიქნევს ძველ მარაოს ,
გამოყრის კვირტებს...
დღეს მოლოდინიც ისეთია
არ ჰგავს არაფერს,
სიცარიელით  სავსე ვარ და
სამყაროს  ვიტევ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები