ნაწარმოებები


კარგ მწერალს და შესანიშნავ ადამიანს ირაკლი ლომოურს ესაჭიროება ჩვენი თანადგომა. თუ შეიძლება შეიხედეთ თემაში “ურაკპარაკის ფორუმი >> განცხადებები >> ირაკლი ლომოურის მეგობრები“     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1471     * * *     2018-06-19 14:45 >>> 8

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პროზა
14 მარტი, 2018


ს ე ს ი ლ ი

დილით ადრე ადგა  იმდღესაც, მოწესრიგდა.
თუმცა მას ბუნებრივი სილამაზე და ხიბლი არ აკლდა, არა არ ვარ მართალი, პირიქით მოჭარბებულადაც კი ჰქონდა მიმადლებული.
გამოვიდა სახლიდან და სწრაფი ნაბიჯით გაჩერებისაკენ გაემართა,
ყოველთვის დაფიქრებული იყო.
დედამიწაზე ხშირი მიშტერებისას, ოხვრისხმას ყელიდან ზემოთ ამოსასვლელად გამზადებულს, ასეთ ადგილებში მუდამ უკან აბრუნებდა, ფიქრი უყვარდა.
ტრანსპორტი აგვიანებდა,
გაზაფხული იყო,  მტკვრის სიო მცირედ იკბინებოდა მზის მოძლიერებამდე,
მოედანზე ორი მაგნოლია ერთმანეთს უღიმოდა და ხარობდა, ყვავილების სურნელს სთავაზობდა ერთურთს და გამვლელგამომვლწლსაც,
ისეთი გარემო  იყო, გულს უცნაური ხალისითა და გრძნობათა განსაკუთრებული  მოზღვავებით რომ ავსებდა,
უზარმაზარი ჭადრები ოხრავდნენ და ოხშივარს აფრქვვდნენ თეთრ ნემსებივით მჩხვლეტავ ბუსუსებად, ბევრს ალერგიულ ფონად ხველას რომ აატეხვინებდა უხერხულად,
ვიღაც ქალმა  უკმაყოფილებაც კი გამოხატა ჭადრების მიმართ,  ბავშვი ძლივს ხველისაგან როცა იხსნა და სააფთიაქო ნიღაბი ააფარა სასუნთ გზებზე და რომლის თვალებს ბუსუსებისგან მზის სათვალე იცავდა.
რა იყო  ამ ჭადრებს არ ჯობდა ცაცხვის ხეები დაერგოთ ამ დალოცვილ თბილისში ხელისუფალთ ადამიანიც ისუნთქებდა ნორმალურად და ჩრდილიც საუცხოო ექნებოდა, მისი ყვავილის სურნელებაზე, რომ არაფერი ვთქვათ, ჩაილაპარაკა ქალმა.
იქვე მამაკაცმა წამოაშველა სიტყვა  ქალს, ქალბატონო ეგ სიკეთე ედუარდ შევარდნაძისეული და კომუნისტების რეჟიმის სამახსოვრო საჩუქარია.დეიქცაა მათი ხსენება,
სიჩუმე ჩამოვარდა.
სესილი ამ დროს ორივე ხელით ჩანთის სახელურებს  ჩაფრენილი სადღაც შორს იყო ამ მოსაუბრეთაგან და შემდეგი ნაბიჯებისათვის ემზადებოდა ტრანსპორტის მომლოდინე,
ხელის ჟესტიკულაციით შეაჩერა მოახლოვებული სამარშრუტო ტაქსი, ფრთხილად ავიდა მასში, იქვე ერთადერთი თავისუფალი ადგილი შენიშნა და მოკრძლებულად მოთავსდა, ისე რომ, გვერდით მჯდომი დამხვედრისათვის არც შეუხედავს, ან რა საჭირო იყო, ის ხომ მხოლოდ ათიოდ გაჩერების შემდეფ ჩამოდიოდა ამ ტრაბსპორტიდან.
არც მისთვის  შემოუხედავს გვერდით მჯდომს, ის ფანჯრიდან გარეთ იყურებოდა მედიდურად.
მოეშვა სესილი ცოტა და მინებდა თვალით ტკბობას ადგილიდან, ჯერ მთაწმინდას გადაავლო თვალი და მამა დავითს შეავედრა სავედრებელი, შემდეგ სიონსა და მეტეხს, შემდეგ  ნარიყალამ გაუღვიძა ტკივილიანი წარსული  და ბოლოს მალამოსავით დაამშვიდა უძველესმა წმინდა ნიკოლოზის ტაძრის სევდიანმა გარეგნობამ. მოეფერა გულში ჩუმად და სასწაულები სთხოვა გამეტებულად მას, საყვარელი ადამიანებისათვის პირჯვრისწერით.
გზა სწრაფად ილეოდა.
ამ დროს, მის გვერდით მჯდომი მამაკაცის ტელეფონის ზარი გაისმა. მან,  სწრაფად უპასუხა ტელეფონს.
სესილი ამ ხმის გაგონებისას, კინაღამ დაიშალა  მოყვავილე  ხის ყვავილის ფურცლებივით, ქარის ძლიერად დაბერვისას რომ მიმოიფანტება გაოგნებული და ძალაგამოლეული ფურცლები ყვავილისა, დაბნეული,
ნაცნობი იყო ეს ხმა  მისთვის, ძალიან უახლოესიც კი, რომელიც, თხუთმეტი წელით აშორებდა წარსულთან,
საოცარია ცხოვრება და  ჩვენი არსებობა, გაიფიქრა წამით და მიხედა გვერდზე მჯდომს დარწმუნების მიზნით,
თითქმის ერთდროულად შეხედეს ერთმანეთს.
გაოცებამ სიხარული მოჰფინა ორივეს და ყველაფერი გადაავიწყათ, დაუფიქრებლად გადაეხვივნენ ერთმანეთს თავშეუკავებლად, ისე თითქოს აქ აღარც არავინ იყო მათ გარდა,
თვალებით ეკითხებოდნენ ერთმანეთს, ეს შემთხვევაა თუ ბედისწერა?
მაგრამ პასუხზე ვერცერთი ვერ ფიქრობდა ახლა.
გემოვნებით ჩაცმული სესილის ბუნერივსა და  მშვენიერ  გარეგნობას, განსაკუთრებულ ხიბლს ფენდა მისი კეთილობილი მშიდი და სანდომიანი სახე,
მუქი ლურჯი თვალებიდან გულწრფელობა იღვრებოდა და ნუსხავდა თავისი მეტყველი გამოხედვით მხილველს წამში.
მის თეთრ, ყირმიზ,  ლამაზ ყელს მუდამ სამკაულები ამშვენებდა. ახლაც ასე იყო.
საშუალოზე ოდნავ მაღალს, მშვენიერი სხეული და ტან–ფეხი, ქალურ ელფერს  და ხიბლს ზედმეტ ეშხს მატებდა და ამშვენიერებდა უფრო,
ამიტომ იყო, რომ დანახვისთანავე ნუსხავდა ყველა მამაკაცს, ხოლო ქალებს შურის გრძნობას უმძაფრებდა,
თავად კეთილი, სათნო და უზომოდ მიმტევებელი სესილი,  ვერავის უთანაგრძნობდა მამაკაცაგან, თავისი მიზნების გადამკიდე.
სულ ამბობდა რომ ჯერ არ ეცალა სხვა რამისათვის,
ახლა რა ხდებოდა ნეტავ, ასე ერთმანეთს რომ  ათვალიერებდნენ და აკვირდებოდნენ ორნივ,  ნეტავ ღირსებებს ხომ არ ეძებდნენ და აფასებდნენ ერთმანეთში ადრინდელს, რაღა თქმა უნდა,  ძველებურად ჰქონდათ თუ არა ის შერჩენილი აქამდე, აინტერესებდათ.
ალბათ, სანდოობისათვის თუ იყო ეს, ახლა საჭირო.
დარწმუნდნენ კიდეც ყველაფერში და ძალიან კაყოფილებიც დარჩნენ.
მამაკაცმა წამოიწია დამსვიდობებამდე, ბოდიშით ითხოვა გადასვლა,
გადავიდა,  იქვე გაჩერდა.
კიდევ შეათვალიერა სესილი უცხო თვალით.  ფიქრმა წაიღო წამიერად.
ღმერთო სად ხარ მითხარი. ამდენი წლის განმავლობაში ერთხელ მომიწია ფეხით წამოსვლა სამსახურში, ერთხელ ჩავჯექი სამარშრუტო ტაქსიში, ერთხელ დარჩა თავისუფალი ადგილი ჩემს გვერდით მცირე ხნით და მაშინაც ამოვიდა სესილი და დამიჯდა გვერდით,
ალბათ ესეც უფლის ნებაა, გაიფიქრა და ღრმად შეისუნთქა ჰაერი მამაკაცმა,
დუმილი ჩამოიღვენთ მათ შორის წამიერად. მამაკაცმა ხელი ფრთხილად შეახო ხელზე სესილის, ტელეფონის ნომერი მოინიშნა, ორივეს მგზავრობის ღირებულება გადაიხასა და მოემზადა ჩასასვლელად.
საოცარია ბევრი რამ ყოველდღიურ ცხოვრებაში. გაიფიქრა სესილიმ.
ახლაც აღმოჩნდა, რომ ორივე ერთ გაჩერებაზე ჩადიოდა და ერთ შენობაში მიდიოდა.

                                  (გაგრძელება იქნება)

მშვიდი დღე იყო. მზე ნელა  იწყებდა ქვეყნის მიხედვას, უხვი სხივებით უმასპინძლდებოდა ყველას და თან უღიმოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები