ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: საბავშვო
20 მარტი, 2018


კ უ რ დ ღ ე ლ ი


კურდღელმა თქვა: უნდა გავხდე კნაჭა
და დღეიდან კალორიულს არ ვჭამ, -
არც სტაფილოს,
არც კომბოსტოს,
არც პურს,
აღარ ვსტუმრობ „კარფურს“!
კაბაც მიჭერს,
ქურთუკიც და ჩექმაც, -
ხუთი კილოს მოცილებას ვგეგმავ.

მოუსმინეს მეგობრებმა კურდღელს
და სიმართლე უთხრეს:

რა წესი გაქვს, - მოყვრებს გვტოვებ სახტად,
იქით კიდევ, მტრებს სიცილით ხოცავ -
ხუთი კილო როგორ უნდა გახდე,
ორ კილოსაც ძლივს იწონი როცა?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები