ნაწარმოებები



ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
26 მარტი, 2018


ამბავი

დაახლოვებით ასე აღვწერ,
ზუსტად ვერ ვიტყვი,
(ცარიელებს სიზუსტესთან რა კავშირი გვაქვს?!)
პატარა ბიჭი რომ დაიჭერს მსუქან გომბეშოს,
გაჭირვებით, სადმე, წყლის პირას,
ჯერ ერთ ფეხს მოწყვეტს ფიქრით:
_აბა, ახლა რას იზამს?
მერე მეორეს...
მერე მუცელსაც გაუჭრის,
_ ვნახო შიგნით რანაირია!
ბოლოს,
განა მხოლოდ მობეზრდება,
ზიზღიც აიტანს
და უკვე მკვდარს,
ფეხს დაარტყამს,
ან დიდ ქვას,
მოკლედ, გასრესს...

გულწრფელობისთვის ისჯებიან,
სიყვარულისთვის უფრო,
განა არ ვიცი?!
მე უბრალოდ არ მინდა
რომ  ჩემი გამეტებისთვის ,
მოვინდომო შენთვის იგივე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები