ნაწარმოებები


კარგ მწერალს და შესანიშნავ ადამიანს ირაკლი ლომოურს ესაჭიროება ჩვენი თანადგომა. თუ შეიძლება შეიხედეთ თემაში “ურაკპარაკის ფორუმი >> განცხადებები >> ირაკლი ლომოურის მეგობრები“     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1471     * * *     2018-06-19 14:45 >>> 8

ავტორი: ნათთია
ჟანრი: პროზა
27 მარტი, 2018


წრიპა

- რა მოხდა , ნინა ბებო? - ვატყობ , დაღვრემილია.
- წრიპა ხომ იცი?
- კი.
- კვირაზე მეტია არ გამოჩენილა.
- მოვა , სად წავა, წრიპაა , ვიღაც ხომ არა?!
- არა, იმ დღეს სხვანაირად ილაპარაკა.
- რაო? რა თქვა?
- თუ არ მოვედი, ჩიტად გადავიქცევი და მოვფრინდებიო.
- გადაიქცევა არა ის კიდე. ეტყობა ისევ ჩასვეს.
    არც ერთს არ გაგვიკვირდებოდა , მართლა რომ ჩაესვათ. წრიპა რა ჩიტიც იყო ყველამ ვიცოდით, მაგრამ ნინა ბებოს მაინც ძალიან უყვარდა. არც ნინა ბებოს ჰყავდა ვინმე და  არც წრიპას. ნინა ბებო რომ მეტროსთან ლიმონს ჰყიდდა, წრიპა  მოვიდოდა , ყველას თვითონ იყიდდა და წადი ახლა შენს სოროშიო , ტკბილად ეტყოდა.
- დამავიწყდა მეკითხა.
- რა?
- მართლა რომ  ჩიტად გადაიქცეს და მოფრინდეს, როგორ უნდა ვიცნო ?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს