ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
27 მარტი, 2018


ბ ე დ ი ს წ ე რ ა

ელვასავით აიკრიფა ფიქრი,მწყრისებრ,
შუბლის ჯვარზე ღარად დაჯდა დარდი ერთმხრივ,
ფიქრი  გონში არ ისვენბს და თავს იქვევს.
ხარირემი შეყოლია მთის ბრძამს  ზეგნით, 
ფრთხილი თვალი მიმოავლო აქეთიქეთ,
თან გვირგვინი ტანს უმშვენებს, ბალახს იფევს.

საფრთხის შიშით ნაბიჯი აქვს ჩქარი. ჩუმი,
მაყვლით ბარდნარს თვალს შეავლებს ისევ, იცდის,
მწვავე გრძნობა, საძულველი დენთის სუნი,
თითქოს მუდამ იმედი აქვს უფლის დაცვის,
საამაყოს გვირგვინს  დახრის, დაღლით, ზურგზე
და თან  ხეებს ორივემხრივ  ქერქსაც აჰყრის.

რა მძიმეა ჩვენი ბედი, ხვედრი.ყოფა,
რად არ ჰკმარათ, რად გვდევნიან, ამას ვდარდობ,
გულნატკენი ნეკერს წიფლის მოკვნეტს მარტო,
მაინც ჰკითხავს გარინდულ ტყეს თავის  ნამყოს,
რად გვერჩიან მიკვირს, მითხარ ასე  რატომ,
ღმერთო, ყველას ხომ გვიწესებ სარგოს,  სამყოფს .

ოხრავს, ქრება დილაც, ბინდიც დღენიადაგ,
როგორც ნისლი ატეხილი ქარით ხევზე,
მის ფიქრს მაინც დარდი მძიმე შერევია.
ბარში? არა. მთებში, მთები ჩემებია,
ტყედ ამინდიც ისევ  ზამთრის ფერებშია,
რა ლამაზი მწვანე მაყვლის ღერებია.

////////////////////////////////////////////////////////

ვარდები ფიქრებს სცდება ყოველთვის,
შორს ძალიან  შორს ზეცის თაღამდე,
მე კი მათი ხმა მესმის ყოველგან,
მზეც რომ არ იყოს და თუნდ დაღამდეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები