ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
29 მარტი, 2018


რატომ ლანძღავენ კანონიერი გზით მოსულ ასლან აბაშიძეს და, ერთდროულად, აქებენ სახელმწიფო ამბოხებით მოსულ მიხეილ სააკაშვილს?

რატომ არ არის პარადოქსი, რომ ერთი და იგივე ადამიანები ლანძღავენ კანონიერი გზით მოსულ ასლან აბაშიძეს და, ერთდროულად, აქებენ 2003 წლის ნოემბრის თვეში სახელმწიფო ამბოხებით (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველის სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით) მოსულ სოროსელ მიხეილ სააკაშვილს?


დააკვირდით, ვინც კანონიერი გზით მოსულ ასლან აბაშიძეს ლანძღვას, ის 2003 წლის ნოემბრის თვეში სახელმწიფო ამბოხებით (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველის სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით) მოსულ სოროსელ მიხეილ სააკაშვილის აქებს.


პარადოქსოა? არა, არ არის პარადოქსი.


აჭარის ავტონომიური მმართველობა, ისევე როგორც აფხაზეთის ავტონომიური მმართველობა, დაადგინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წის 21 თებერვლის კონსტიტუციის 107-ე მუხლმა. დააკვირდით, ვინ სტყუის, ვინ ამბობს, რომ თითქოს აჭარის ავტონომიური მმართველობა დაადგინა საბჭოთა ხელისუფლებამ, და არა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ. დააკვირდით, ვინ აყალბებს ფაქტებს? ისინი, ვინც ასლან აბაშიძის კანონიერ ხელისუფლებას კლანს უწოდებენ, ხოლო 2003 წლის ნოემბრის თვის სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორ სახელმწიფო დამნაშავეს მიხეილ სააკაშვილის ”დემოკრატს”.


დამატებით განვმარტავ,
1921 წლის ოქტომბრის თვის თურქეთ-საქართველოს ყარსის ხელშეკრულებით, რომლის ნამდვილობა თანამედროვე საქართველოს ხელისუფლებამაც, შევარდნაძის ხელისუფლებამ, შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ, აღიარა, ოსმალეთმა აჭარა დაუთმო საქართველოს იმ პირობით, რომ აჭარაში იქნებოდა ავტონომიური მმართველობა. აჭარის ავტონომიური მმართველობის გაუქმების შემთხვევაში თურქეთი აჭარას უკან წაიღებს.ამიტომ აჭარის ავტონომიური მმართველობის გაუქმების მოთხოვნა არის ეროვნული ღალატის აქტი.


დააკვირდით, ზვიად გამსახურიდიას მიერ ასლან აბაშიძეს ვითომდა ”უკანონო არჩევა-დანიშვნაზე” ძირითადად საუბრობენ ზვიადისტები. წარმოგიდგენიათ, რა სასწაულია? ანუ, ზვიადისტები პრაქტიკულად ბრალს სდებენ პირადად ზვიად გამსახურდიას ასლან აბაშიძეს ვითომდა ”უკანონო არჩევა-დანიშვნაში”. ზვიადისტები ბრალს სდებენ მათ მიერ მიწიერ გენიოსად გამოცხადებულ ზვიად გამსახურდიას, რომელსაც შეცდომის ჩადენა პრინციპში არ შეეძლო. პარადოქსია? არა, არ არის პარადოქსი. ამას აქვს ძალიან ლოგიკური ახსნა. აბა, კარგად დაფიქრდით. ძალიან მარტივი ახსნა აქვს.

სპეციალური აღნიშვნის ღირსია, რომ ოსმალეთის იმპერიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა 1918 წლის 3 ივნისს, ხოლო 1918 წლის 4 ივნისის ოსმალეთ-საქართველოს ბათუმის ხელშეკრულებით, ანუ 1 (ერთი) დღის შემდეგ (!), ოსმალეთის იმპერიამ საქართველო აიძულა გადაეცა  ახალქალაქი და ახალციხე, მეტი, ვიდრე ითვალისწინებდა 1918 წლის 3 მარტის რუსეთ-ოსმალეთის ბრესტის ხელშეკრულება, აგრეთვე, 1918 წლის 4 ივნისის ბათუმის ხელშეკრულებით, ოსმალეთის იმპერიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა  აიძულა ეღიარებინა 1918 წლის 3 მარტის რუსეთ-ოსმალეთის ბრესტის ხელშეკრულების მიხედვით ბათუმის ოკრუგის და სხვა მიწების, სულ, საქართველოს ისტორიული მიწების დაახლოებით 1/3-ის  რუსეთის იმპერიისთვის წართმევა და გადაცემა ოსმალეთზე (თურქეთზე),  რითაც დაირღვა  ერთ ისტორიულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი ხალხის სულიერი, პოლიტიკური და  ეკონომიკური ერთიანობა.

ანუ,  ოსმალეთის იმპერიამ  აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, რომლისგანაც 1 (ერთი) დღის შემდეგ (!)  მიიღო ქონება,  ხეირი ნახა, და თანაც ყველაფერი მოხდა  საერთაშორისო სამართლის თანახმად. ოსმალეთის იმპერიამ  კი არ წაართვა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკას  რაიმე, არამედ მიიღო, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ  თვითონ მისცა.

ოსმალეთის იმპერიამ  აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტი,  და მეტიც, გერმანიასთან ერთად, პრაქტიკულად, თვითონ შექმნა საქართველოს დამოუკიდებლობა რუსეთისგან, იმიტომ, რომ მის საქმეს, ოსმალეთის (თურქეთის) საქმეს, ასე დასჭირდა. ხეირი ნახა. მიიღო საქართველოს ისტორიული მიწების დაახლოებით 1/3. ისე, ტყუილა. ცარიელი სიტყვების ნაცვლად.

ანუ, ოსმალეთმა (თურქეთმა), გერმანიასთან ერთად, ხედავდა რა, რომ უშუალოდ რუსეთის იმპერიისთვის ლუკმის გამოგლეჯა და შემდგომი გადაყლაპვა გაუჭირდებოდა, ჯერ, ყველაფერი გააკეთა რუსეთის იმპერიისგან სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებლობისთვის, პრაქტიკულად აიძულა საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი 1918 წლის 22 აპრილს გამოეცხადებიდათ რუსეთისგან  დამოუკიდებლობა, შეექმნათ ”ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა”, შემდეგ კი ყველაფერი გააკეთა, პრაქტიკულად აიძულა საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი, 1918 წლის მაისის ბოლოს გამოეცხადებინათ დამოუკიდებლობა უკვე ”ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკისგან”. ლუკმა კიდევ უფრო დააქუცმაცა ნაწილებად, უფრო ადვილად რომ გადაეყლაპა. და გადაყლაპა. საქართველოს ისტორიული მიწების დაახლოებით 1/3. აგრეთვე სომხეთის მიწების დიდი ნაწილი.

გულუბრყვილოებს კი  უხარიათ. რახან ოსმალეთის იმპერიამ პირველმა  აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, ამიტომ  მეგობარი და კეთილისმსურველი არისო.

გულუბრყვილოებს კი  უხარიათ. რა უხარიათ? რომ, ოსმალეთმა (თურქეთმა),  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარებით, პრაქტიკულად, თავისთვის, ოსმალეთისთვის (თურქეთისთვის),  დაიკანონა საქართველოს ისტორიული მიწების დაახლოებით 1/3-ს მითვისება. რითაც დაირღვა  ერთ ისტორიულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი ხალხის სულიერი, პოლიტიკური და  ეკონომიკური ერთიანობა. ქართველი ხალხი ორად გაიხლიჩა. ისე, ტყუილა. ცარიელი სიტყვების ნაცვლად.


ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით,
ასლან აბაშიძის კანონიერი ხელისუფლების ლანძღვა, ერთდროულად აჭარის ავტონომიური სტატუსის გაუქმების მოთხოვნით (დააკვირდით, ასლან აბაშიძის კანონიერი ხელისუფლების მაგინებლები ერთდროულად 2003 წლის ნოემბრის თვეში სახელმწიფო ამბოხებით მოსულ სოროსელ მიხეილ სააკაშვილს აქებენ) მიზნად ისახავს საქართველოსგან აჭარის ჩამოცილებას თურქეთის სასარგებლოდ.


კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
29.03.2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები