ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
13 აპრილი, 2018


გ უ ლ ყ ვ ი თ ე ლ ა გ ვ ი რ ი ლ ე ბ ი

გ ვ ი რ ი ლ ე ბ ი

გულყვითელა გვირილები ახელებენ საღამოს,
უმადლიან ღვთით მშვენებას, ტკბილ, მშობლიურ აყალოს.
ბევრზე ბევრი გვირილა და მათში ერთი ყაყაჩო,
ჩაქარგულა მათ გულებში და სიწმინდით ნამაზობს.
რატომ ახლა, არვინ მკითხოს ამ ფიქრით  რამ  ამავსო,
ეგ მინდორი მე მაჩუქე, მთხოვე რაც გსურს სანაცვლოდ.
ჩქარა თორემ ზეცა ასე იშვიათად კამკამობს.
შენც იჩქარე, თორემ მალე დრო გულს სევდას ჩააქსოვს,
დავიწყება, გონთა რევა,  დროჯამს ცოტაც არ ახსოვს.
დედამიწამ წამოიწყო და დიდებულ ფარდაგს ქსოვს.
მარჩიელა გვირილებმა მეც სურვილით ამავსო.
მომწონს მათი სიქათქათე სახე, თვალი, ტანასო.
მზე სხივებით გარს ეხვევა, მსგავსს რას ნახავ  ლამაზსო.
თვალთა წინა ორგულობამ, სულს ლახვარი დამასო,
ღმერთო მტერი არ მოასწრო, ჩემს მიწაზე თამაშსო,
სწორედ იმათ ის მიაგე, როგორც მათ ქმნეს იესო.
ყველა ჩვენსკენ გასროლილი, ისარი თვით მიესოს.
იყოს თეთრი გვირილები, ნიშნად მტერთა ფიასკოს.
რა ამაყად შესციცინებთ გვირილებო ნიავსო,
სიხარულით გული მიწყებს ნააპრილევს ფრიალსო.
უფალს მადლი ჩვენთან მოაქვს, მარცხი მტერთან მიაქვსო.
ფუი დუშმანს,ჩვენი მტერი  ეშმამ მუდამ დალახვროს.
ზეცამ თეთრი გვირილები  თბილი ნამით დანაცვროს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები