ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
1 აპრილი, 2018


Emily Dickinson - I have no Life but this (1398)

ემილი დიკინსონი - ეს სიცოცხლე მაქვს მხოლოდ (1398)

ეს სიცოცხლე მაქვს მხოლოდ -
რასაც განვლევ და ვეტრფი,
იავარმქმნელი ბოლოს
სიკვდილიც არ მაქვს მეტი,

არც სხვა სამყარო მიცდის 
და აღდგინება სადღაც
ამ ჟამთასრბოლის იქით -
შენს სამფლობელოს გარდა.

1 აპრილი, ბაიაობა, 2018 წ.



Emily Dickinson - I have no Life but this  (1398)

I have no Life but this —
To lead it here —
Nor any Death — but lest
Dispelled from there —

Nor tie to Earths to come —
Nor Action new —
Except through this extent —
The Realm of you —

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები