ნაწარმოებები


პოეტ გიო ლომიძის ( გილო ) ლექსების კრებულის წარდგინება     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *         * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
3 აპრილი, 2018


სევდისა

რა სევდისაა ეს მელოდია,
შენ რომ ღიღინებ...
შენი თვალები მომაშველე,
გადავრჩე მინდა...
რამოდენაა უშენობის მთელი სიცივე...
რა მძიმე არის უშენობით დაღლილი სიტყვაც...
ვიბნევი ქარში,
მარგალიტის მძივი ვარ თითქოს,
მერე მეძებენ,
მპოულობენ მაინც ვერასდროს...
სითბოს კი არა,
მე შენეულ სიზმრებსაც ვითხოვ...
შენ სიზმრად გესმის ჩემეული მხოლოდ
კონტრალტო...
ღიღინებ შენთვის...
მანძილები დავძლიეთ სუნთქვით...
ვერასდროს გეტყვი,
გულში რომ ხარ, კარგა ხანია...
ფანჯრის მინებზე წვიმის წვეთებს კოცნიდი გუშინ,
დღეს მიგალობდი - ხავერდის ხმით -
"AVE MARIA"-ს...
რა სევდისაა ეს მელოდია,
შენ რომ ღიღინებ...
შენი თვალები მომაშველე,
გადავრჩე მინდა...
რამოდენაა უშენობის მთელი სიცივე...
და სიყვარული -
მაგ შენეულ ფიქრივით წმინდა...
*************************************
შეხე, იგრიკამ
მაინც როგორ ძლიერ აგვრია...
ისევ მიგალობ ხავერდოვან
"AVE MARIA"-ს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები