ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
3 აპრილი, 2018


დაბადების დღე

                                          დაბადების დღე
- დილამშვიდობის! ჩემო ძვირფასო დედიკო. (კოცნით იკლებს)
- კარგით რა! არ იცით დღეს რა ხდება?. (თინა)
- რა მოხდა, რამ გაგახარა ამ ძალიან? (დედა)
-დედა?( თინა)
-კი დღეს ფოტოსესია გაქვს ახალ კომპანიასთან, გილოცავ საყვარელო. (დედა)
      თინანოს იმედი გაუცრუვდა, რადგან ყოველ წელს მის ოთახში, ულოცავდნენ დაბადების დღეს. საუზმეზე უარი თქვა, რაღაც ჩაიბუტბუტა და ოთახში ჩაიკეტა.
- არავითარ შემთხვევაში, არ უნდა წამოგცდეთ, რომ დღეს მისი დაბადების დღეა. (გიგი)
- ცოდოა ვერ გაძლებს. (დედა)
- ბიჭებო დროზე ისაუზმეთ, მე დაგტოვებთ უნივერსიტეტში. იქით მოვდივარ, ადვოკატს უნდა შევხვდე. (მამა)
- კარგი მამა, დღეს  ადრე უნდა გამოვიდეთ. იქ ჩვენ გარეშე, ვიცი ყველაფერი კარგად  არ იქნება. (სანდრო)
- კარგი ოღონდ ეხლა იჩქარეთ.  კაი შე კაცო, რამდენს ჭამ. მალე ეგ კუჭიც გიღალატებს.( იცინის - მამა)
- კაი რა, მამა დღეს საღამოს ისედაც, ვერ შევჭამ...გოგოების პონტში რა. (სანდრო)
- ეეეჰ კუჭმაც, რომ უღალატოს მერე ამის დეპრესიას რა აიტანს? (გიგი)
- შენადა მოეთრიეე აქ! (სანდრო)
- მოიცადეთ და დედას არ ემშვიდობებით? (დედა)
- მმმ... ჩემო ტკბილო დედიკო, ვიცი ამ საღამოს წვეულებაზე, დაგვატყვევებს შენი სილამაზე. (გიგი)
- ჩუმად თინამ არ გაიგოს. (აკოცა ბიჭებს) (დედა)
        კარზე ზარია, თინამ თავისი მეგობრები, რომ დაინახა გაიფიქრა აი ეხდა დაიწყო, ჩემი დაბადების დღე და შვებით ამოისუნთქა.
-თინა მზად ხარ? გადასაღები მოედანი მზად არის და ყველა შენ გელოდება. (ლაშა თინას მეგობარი )
-კარგით რა, არც თქვენ იცით? (თინა)
- კი, როგორ არა.(ნანკა)
- (თინას სახე გაუნათდა) რა ხდება აბა?
- დღეს ახალი კოლექცია მიიღეს და ყველა შენს მოლოდინშია. (ნანკა)
- კარგი, მაშინ წავედით. (თინა)
            თინა ეხლა უკვე, აღარ მალავს სევდას და იმედგაცრუებას, თუ როგორ დაავიწყდა ყველას მისი დაბადების დღე.. მისი საყვარელი საქმე ფოტოსესიაა..თუმცა მაინც ვერ გაეგო ამ დღეს, რატო მოუწია იქ მისვლა.
- ბავშვებო, ნეტა თინა რამეს ხო არ მიხვდა? (მარიკა)
- არა  მარიკა დეიდა, პირიქით ვერ ხედავთ, როგორ მოიწყინა? (ელენე)
- არაუშავს სამაგიეროდ საღამოს ბედნიერი იქნება, იმისთვის რასაც თქვენ უმზადებთ. მიხარია ჩემს შვილს თქვენნაირი მეგობრები, რომ ყავს გვერდით. (მარიკა)
-მადლობა მარიკა დეიდა, საღამომდე! (ბავშვები)
    ფოტოგრაფი მზად არის. ბავშვებო მზად ხართ? როგორც შევთანხმდით ყველა თქვენ-თქვენ ადგილებზე.
- თინანო მოდი ჩემო კარგო, რა გჭირს სახე რატო ჩამოგტირის? (ფოტოგრაფი)
- არც თქვენ იცით ჰო? (თინა)
-მე მხოლოდ ის ვიცი, რომ საუკეთსო ფოტოსესია გამოდის დღეს.( ფოტოგრაფი)
            თინანო ძალიან ლმობიერი, თბილი ადამიანია. მისი საყვარელი საქმე ფოტოების გადაღება და ცეკვაა. თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ატარებს. ყველას ენდობა გამორჩეული მეგობარი არ ყავს. არასდროს არ აკეთებს ისეთ რაღაცას, როცა იცის რო ის ნებისმიერ ჩვენთაგანს არ მოეწონება. ძალიან გაბრაზებული მხოლოდ ერთხელ გვახსოვს. 8 წლის ასაკში, როცა მისი საყვარელი სათამაშო დაუმალეთ. ზოგჯერ ძალიან ბავშვივით იქცევა, მაგრამ არ უყვარს, როცა ბავშვის სახელით მივმართავთ. მასში ძალიან მომწონს შავი ხუჭუჭა თმა და შავი თვალები. მისი საყვარელი თარიღია 15 აპრილია, მისი დაბადების დღე. ამ დღეს ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადება....
- კარგი რა,  გაიღიმე ესე არ გამოვა. (გიგა)
- მარტო დამტოვე კარგი! (თინა)
(გიგა სალონის კარებს ტოვებს და იძახის)
- მგონი სისულელაა ეს სულპრიზი, ჩემი და ისეთი მოწყენილია მეშინია თავს რამე არ აუტეხოს.(გიგა)
- კარგი რა, ძმაო რა უნდა მოუვიდეს დაგრუზულია და საღამოს გადაუვლის .(ლაშა)
- მომისმინეთ, ჩემს დას კარგად ვიცნობ. ძალიან განიცდის. ხო იცით ეს დღე რა ძალიან უყვარს. (გიგი)
- კარგი მე შევალ ვეცდები ხასიათზე მოვიყვნო, თქვენ წადით წვეულებაზე და საქმეს მიხედეთ. (ელენე)
    ელენე შედის სალონში და რას ხედავ სარკე ჩალეწილია, თინას თავიდან სისხლი ზდის. დაბნეული ელენე მოედანზე გამორბის, თუმცა ყველა წასული დახვდა. ელენემ თინა სასწრაფოთი სავადმყოფოში გადაიყვანა. მისვლისას თინა გონზე მოვიდა.
  - დაბადების დღეს გილოცავ! (ელენე)
-  მარტო შენ?  მადლობა. (თინა)
- ექიმო, როგორ არის? (ელენე)
- ჭრილობა დიდი არ აქვს, გონზეც მალე მოვიდა თუმცა საჭიროა ერთი დღე, მეთვალყულეობის ქვეშ დარჩეს.(ექიმი)
- დღეს მისი დაბადების დღეა, ყველა მას ელოდება უნდა წავიყვანო. მისმა მშობლებმა არც კი იციან ამის შესახებ.  მათი ანერვიულება არ მინდოდა, თანაც ყველაფერი რიგზეა. ხო ნახეთ, გონზეც  მალე მოვიდა. (ელენე)
- მაპატიეთ, მაგრამ არ შეიძლება დღეს მისი აქედან გაწერა. (ექიმი)
- ექიმო ძალიან გთხოვთ. (ელე)
- მაპატიე, მაგრამ ვერაფრით დაგეხმარებით. (ექიმი)
- თქვენც წამოდით. (ელე)
- უკაცრავად? (ექიმი)
- დიახ, წამოდით და თქვენც მშვიდათ იქნებით. (ელე)
- კი მაგრამ მის მდგომარეობას უნდა დავაკვირდე, აქ სავადმყოფოში. (ექიმი)
- ძალიან გთხოვთ. (ელე)
- კარგით აქ დამელოდეთ, მოვიფიქრებ რამეს. (ექიმი)
- ოღონდ ძალიან გთხოვთ ეს ჯერჯერობით, ჩვეს შორის დარჩეს. არ მინდა დღეს საღამო გავუფუჭო თინას, ისედაც მთელი დღეა ელოდება.(ელე)
- არ ვიცი რატო გიჯერებ, მაგრამ კარგი. (ექიმი)
- წავედით  დღეს ხო შენი დაბადების დღეა, ძალიან კარგი ადგილი ვიცი.(ელე)
- არ მინდა სახლში წამიყვანე, სუსტად ვარ. (თინა)
- ეგრე არ გამოვა. სახლში ვერ გაგიშვებ. (ელე)
    თინას  უკვე ყველანაირი იმედი აქვს გადაწურული. ეს დღე სულ სხვანაირი წარმოედგინა, ისეთი როგორსაც ბავშვობაში ოცნებობდა. ეხლა ყველაზე მეტად სახლში წასვლა სურს. აი უკვე ყველაფერი მზად არის და ყველა ელენეს ზარს ელოდება.
- აქ დამელოდე, მალე მოვალ. (ელე)
- კი მაგრამ სად? სახლში წამიყვანეთ. (თინა)
    თინანო განათებულ ტრიალ მინდორზე აღმოჩნდა, მის წინ მიმავალი ისრები, ასწავლის გზას. ის გარემო, ადგილი მისი ოცნება იყო. ესე სიარულით მიუახლოვდა დიდ მონიტორს. "ჩვენ შენი დაბადების დღე, არასოდეს გვავიწყდება!" უყურებს და უხარიაა, თავისი დაბადების დღის ვიდეოა, როცა ის 6 წლის გახდა და მამამ პირველი ჩანთა უყიდა. ის სურათებიც გამოჩნდა ფოტოსესიიდან, მეგობრემის მაისურებით შემდგარი წინადადება." დაბადების დღეს გილოცავ!"  თინა სწორედ მაშინ მიხვდა, რომ მარტო არასდროს ყოფილა, ყველას ახსოვს მისი მნიშვნელოვანი დღე და არასდროს არავის ავიწყდება ის. სიხარულისგან არ  იცოდა რა ექნა, იტირა ცოტა თავი დამნაშავედაც იგძნოო, ესე არასწორედ რო ფიქრობდა მათზე.
- თინა იმედია ჩვენზე ნაწყენი არ ხარ? (ლაშა)
- არა რასამბობთ, პირიქიც მე დღეს ყველაზე ბედნიერი ვარ. თქვენით არც კი ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადოთ. ყველას დიდი მადლობას გიხდით! ეს ჩემი ოცნება იყო.  არ ვიცი როგორ გაიგეთ, მაგრამ ესეთი დაბადების დღე მინდოდა, როცა 18 წლის გავხდებოდი. მადლობა, მადლობა! (თინა)
- კარგად ხარ? (ელე)
- კი, კი ყველაზე კარგად ვარ. ელე ძალიან გთხოვ, დღეს რაც მოხდა ჩვენს შორის უნდა დარჩეს. (თინა)
- კი, მაგრამ.... (ელე)
- არაფერი, მაგრამ თქვენც გეხებათ ექიმო, დღევანდელი დღე საიდუმლოდ დარჩება. (თინა)
- მე არ ვარ ამ ყველაფრის მომხრე , მაგრამ  რადგან ეს შენი სურვილიაა იყოს ეგრე. (ექიმი)
- და კიდევ, არ მიყვარს პირობებს  რომ არღვევენ. (თინა)
- კარგი. უკაცრავად მირეკავენ. (ექიმი)
- თინა დაბადების დღეს გილოცავ ბიძაშვილო...(ილია)
- მადლობა, აი მეც გავხდი 18 წლის, თუმცა პირველი შენ იყავი ამ წელს. (თინა)
- დარწმუნებული ვარ, საუკეთესო შენაძენი  ქონდათ ბიძის და მამას, ერთ წელს რო დავიბადეთ. (ილია)
- ნამდვილად. (თინა)
- ბებო გილოცავ დაბადების დღეს!  ჩემ ასაკს გისურვებ, ოღონდ უკვე ორმაგს. (ბებო)
- მადლობა ბეე. (თინა)
          თინა სცენაზე ადის, ემორციებისგან დაცლა სურს და მიკროფონი იმარჯვებს." ჩემო საყავრელო დედა, მახსოვს როცა ვიქცეოდი შენი ჩახუტება შველიდა მარტო ჩემს გადაყვლეფილ მუხლს. მამა მახსოვს, როცა შენს კაბინეტს ურევდი, დიდი წიგნის წაკითხვით მსჯიდი. ძალიან მიხაროდა უფროსი ძმებით. ვბლატაოდი სკოლის კედლებში და სწორედ იქიდან დავიწყე ოცნება 18 წელზე. ეხლა კი, გამოგიტყდებით და ისევ ბავშვობა მინდა, მინდა ისევ მჯეროდეს თოჯინების, მინდა ისევს უბრალოდ წარმოვიდგენდე თავს დიდად. არ იფიქროთ, რომ მე ეხლა ბედნიერი არ ვარ. ბედნიერი ვარ, თანაც ძალიან და მჯერა, რომ ბავშვობა საუკეთესო ხილია სიმშვიდეში ყოფნისთვის.
-რა ჭირს? (გიგა)
ჩემო საყვარელო მშობლებო, უფროსო ძმებო, ბიძაშვილებო, მეგობრებო დიდი მადლობა ყველას მე თქვენით მდიდარი ვარ!
-რა ხდება არ მესმის? (მარიკა)
სახელს ვერ ვიტყვი თუმცა, უნდა იცოდეს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში სულ შენს გვერდით ვიყავი და არასდროს დაგივიწყებ. დიდი მადლობა ყველას, დღეს მე ყველაზე ბედნიერი ვარ. " ამ სიტყვების დასრულების შემდეგ, თინამ უეცრად გონება დაკარგა. გამწარებული ელენე ექიმს ეცა.
-რა ხდება? ხო მითხარით, რო პატარა ტრამვა იყო  ისევ რატო დაკარგა გონება? (ელენე)
-მე გითხარი, რომ ერთი დღე სავადმყოფოში უნდა დაგვეტოვებინა, ეხლა გამიშვი  პაციენტი უნდა ვნახო.(ექიმი)
- ძალიან გთხოვ, მარიკა დეიდას არაფერი უთხრათ, ეს მისი სურვილიც იყო.(ელე)
- არა რა თავიდანვე სისულელე იყო,  დაგთანხმდი და აქ წამოგყევი. (ექიმი)
      ეს იყო ყიფშიძეების  ოჯახში, ყველაზე უბედური დღე. ერთადერთი გოგო, რომელიც ვერ გაარკვიეს რატო დაკარგა გონება. მისი მდგომარეობა დღეს მძიმეა. ის კომაშია და არავინ ამბობს ის გონს როდის მოვა. რეამინაციაში გადაყვანის დრო, მეგობრებმა თინას ხელზე წარწერა შენიშნეს  ‘’XV. XIII „  მარიკა დეიდაც იმ დღიდან სახლში არ წასულა... სხვა სავადმყოფოში გადაყვანაც კი უნდოდათ, მაგრამ ეხლა მისი გადადგილება უფრო საფთხეს შეუქმნის.
- საკმარისიაა ექიმო, უნდა ვთქვათ იქნებ ესე რამით დავეხმაროთ.(ელე)
- ის კომაშია ელენე, შენ ვერაფრით დაეხმარები, თუ იტყვი მის პირობას გატეხავ გონს მოვა და მას ძალიან ეწყინება. (სანდრო)
-მეტი აღარ შემიძლია, ერთი კვირააა თავს დამნაშავედ ვგრძნობ, ჩემი ბრალია თინას ესე რომ დაემართა. (ელე)
-ესე თუ გააგრძელე ფიქრი, შენც მიუწვები თინას გვერდით. ადგილები კიდევ გვაქვს. (სანდრო)
-მეხუმრები? მეხუმრები არაა, მე კიდე რამის გული გამისკდეს. ესე მშვიდად, როგორ შეგიძლია იყო მიკვირს. თუმცა თინა ჰო შენთვის არავინაა, არც მე და საერთოდ რატო გელაპარაკები? (ელე)
-თინა ჩემი პაციენტი გახდა, როცა შენ შემოიყვანე პირველად, მშვიდად იმიტომ ვარ, რომ თინა ძლიერი გოგოა და მალე გამოვა მდგომარეობიდან. მინდა არ მინდა, შენი წყალობით მესაიდუმლეებიც გავხდით. ხედავ? რაღაც საერთოც გვქონია. (სანდრო)   
         
        პირველი ნაწილის დასასრული!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები