ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
5 აპრილი, 2018


დილაა...ღრუბლებთან ...



დილაა
ნაწვიმარ ასფალტზე წვებიან ფიქრები
იწვიმა წუხელაც
თვალებზე ცრემლია, უკვე ვეღარ ვხედავ
დამსველებია თვალი და გუგები...

დილაა
სინათლე ფანჯარას მოასკდა ძლიერად
ღამე ნათევია თავნება სხივები...
შემოდის,გაძალებს ირწმუნო სიკეთე
სითბოს გინაწილებს
ძარღვებში დაგიდის მზიანი იჭვები.

ქოხის და ჰამაკის სურვილი ტრიალებს
ნესტიან ჰაერში
ცეცხლის დგას სურნელი.
წვიმას გამოექცა უკვე ოცნებებიც
ჩემთან დაწყვილებას
ბედავენ ღრუბლები.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები