ნაწარმოებები



ავტორი: თოლიგე
ჟანრი: საბავშვო
3 აპრილი, 2018


მამლაყინწა

მამლაყინწას ჭრელფრთებიანს,
ამაყს, ყვითელდეზებას,
სიფრიფანა ნერვები აქვს,
ნიავზეც კი ეშლება.
ფიცხია და ხშირად ჩხუბობს
მეზობლების მამლებთან,
ვარიკებთან ბაქიბუქობს
მამლაყინწა თავნება.
მაგრამ დილით ვერვინ ასწრებს,
ცისკენ იწვდის კინკრიხოს
და ყველაზე მაღალ ხმაზე
გაიძახის ყიყლიყოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნელიკო გოგუაძე ვულოცავთ დაბადების დღეს