ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ელენე96
ჟანრი: დრამატურგია
6 აპრილი, 2018


დაბადების დღე

                                                  ნაწილი მეორე
                   
- მივდივარ!
- სად?
- არ ვიცი, მაგრამ ამას ასე ვერ დავტოვებ.
- წამოგყვები!
- მადლობა, მაგრამ მარტო მირჩევნია.
          ელენე, თავს ძალიან იდანაშაულებდა მომხდარის გამო. მიუხედავად იმისა, რომ თინამ გააფთხილა. ძალიან ბევრი შეკითხვა გაუჩნდა საკუთარ თავთან, რა მოხდა სალონში?
გადაწყვიტა წასულიყო სალონში, სადაც თინამ ტრავმა მიიღო. ოთახისკენ მიმავალ ელენეს დაცვის თანამშრომელი აჩერებს:
- უკაცრავად, იმ ოთახში შესვლა მინდა.
- ბოდიშის გიხდით, მაგრამ არშეგვიძლია.  ოთახი უკვე, ერთი კვირაა დაკეტილია, გახსნის უფლებას არ გვაძლევენ.
- რას ქვია არ გაძლევენ? იქ, იქ.......
          ელენე გაჩუმდა, რადგან ისევ თინას პირობა გაახსენდა და ის საშინელი დღე, რაც მის თავს გადახდა.’’ მე ვარ დამნაშავე, მე ვარ ამ ყველაფერში დამნაშავე!’’ ყვიროდა, მაგრამ ამით ვერც საკუთარ თავს შველიდა და ვერც თავის მეგობარს. ელენე საკუთარ თავში ჩაიკეტა. არავისთან საუბარი, არ სურდა გარდა ექიმისა, რომელმაც ყველაფერი იცოდა.
- გამარჯობათ, შეიძლება თინას ოთახში ავიდე? (ელე)
- კი როგორ არა, რა ხდება? (მარიკა)
- არაფერი ისეთი, ჩემი ბლოკნოტი დამჩა და მჭირდება. (მარიკა)
- კარგი შვილო შეგიძლია, რამდენი ხანსაც  გინდა დარჩე. (მარიკა)
          ოთახის კარი შეაღო თუ არა გულში, რაღაც სიმძიმე იგრძნო. არ იცოდა ხელი რისთვის წაეკიდა, ან რა მოემოქმედებინა პირველად. ცდილობდა სიბრაზე სხვა რამეზე გადაეტანა, მაგრამ ვერა. ხმამაღლა წარმოსთქვამდა სიტყვებ „ რატო თინა, რატოო?’’ ფოტოებს შეხედაა და გაახსენდა, რა ბედნიერი იღებდა. ფოტოებიდან, სავიზიტო ბარათი გადმოვარდა. ერთი შეხედვით ბარის მისამართი იყო. ელენეს არც გაჰკვირვებია, რადგან მეგობრები ხშირად დადიოდნენ გასართობად ბარებში.  თინას ალბომების წერა არ უყვარდა, მხოლოდ კომპიუტერთან, ედო პატარა ბლოკნოტი, სადაც მხოლოდ საიტებს ინიშნავდა. ელენემ სავიზიტო ბარათი და ბლოკნოტი აიღო და დატოვა ოთახი. ტელეფონზე ზარია. "სანდო?" გაუკვირდა ელენეს თუმცა გაახსენდა, რომ პირველი მან მოიპოვა მისი ნომერი.
- ელენე სად ხარ? სადმე შევხვდეთ საქმე მაქვს?
-კარგი  აქვე სავადმყოფოსთან, კაფეაა მანდ ვარ  და მოდი.
- როგორ ხარ?
- ამისთვის დამიბარე?
- კარგი ჰო რას ავარდი, მოგიკითხე უბრალოდ.
- ხო მომიკითხე, ეხლა გისმენ რა ხდება?
- მოკლედ თინას, რაღაც პრობლემა ჰქონია ჯამთელობის მხრივ და ყურადღება არ მიუქცევია.
-  კარგი რა რა პრობლემა ქონდა, თინა არასდროს არ მისულა ექიმთან.
- საქმეც მაგაშია,  ეგაა პრობლემა. არაჯანსაღი კვებაც კი, პრობლემას უქმნის ჯამთელობას.
- ესეიგი მე თუ დღეში ერთხელ ვჭამ, რაღაც მჭირს? კაი რა, სისულელეებისთვის დამიბარე აქ?
- მისმინე, მე  ექიმი ვარ და ვიცი რა არის სწორი და არასწორი. აქ კიდე იმისთვის დაგიბარე, რომ შენი დახმარება მინდა.. არ მინდა თავი ისევ დამნაავედ იგრძნო.
- რა სიბრალურია, სანდრო ექიმო.
- არა რა მე კიდე მეგონა, რომ ადამიანურად დაგელაპარაკებოდი. მოკლედ წავედი, აზრი არ აქვს შენთან ლაპარაკს.
- კარგით ჰო, დაჯექი. ეხლა, რა უნდა ვქნათ?
-დაველოდოთ დღეს ჩაუტარდება გამოკვლევები. პასუხები როცა იქნებ გეტყვი. თუმცა არამგონია მარტივი იყოს.
-რატო? ვერ გაარკვევთ? აბა რისთვის ხართ ექიმები?
-მოდი ექიმი, რო გახდები მერე უპასუხე ამ შეკითხვებს.
- მადლობა არ ვაპირებ.
- ხო იმედი მაქვს.
-რატო?
- რო წარმოვიდგინე შენ და კოლეგა? არა მადლობა (იცინის) რაღაცას მალავ ხო? მანახე რა არის?
- დასამალი არაფერი მაქვს.
- აი ხელში უკან...
        ელენემ სანდროს სიტყვა არ დააცადა და გზის მეორე მხარეს, ჩქარი ნაბიჯებით გადავიდა. ყურადღება ბარის სახელმა მიიქცია, რომელიც თინას ოთახში იპოვა. სწორედ ის სახელი ეწერა სავიზიტო ბარათზეც. მიუახლოვთა თუ არა ხმამაღლა წარმოსთქვა. „ ეს რა ჯანდაბაა? „
- რაა, რა მოხდა?
- ეს ის ბარია. დღეს თინას ოთახში სავიზიტო ბარათი ვიპოვე.
- წამოდი, შევიდეთ.
- არა იყოს,  მანდ თინა არ შევიდოდა.
- წამოდი შევიდეთ, რაც არ უნდა იყოს ეჭვებს მაინც გაიქრობ.
      შუადღის პირველი საათი იყო, ბარი კი საღამოს 10 ზე იხსნებოდა. სანდრო, ბარს უახლოვდება და დაცვასთან მიდი კითხვით:
- დაახლოებით 10 დღის უკან, ეს გოგონა აქ ხო არ გინახავთ?
- არ ვიცი.
- კარგად დააკვირდით, ჩემი მეგობარია. (ელენე, ჩაერთო საუბარში.)
- კი აქ იყო. დაახლოებით 12 დღის უკან ჩვენს უფროსთან. ძალიან სევდიანი იყო, აქედანაც ტირილით გავიდა.
- ვინ არის თვენი უფროსი? მისი ნახვა მინდა.
- ქალბატონი ნატა. ეხლა აქ არ არის, ბარის გახსნამდე  ერთი საათით ადრე მოდის მხოლოდ.
- ჯანდაბა! რომელზე იხსნება ეს ბარი?
- 10_ზე
        გაბრაზებული ელენე, ტოვებს ბარს და საკუთარ თავ ებუზღუნება.
- არა, არა! შეუძლებელია თინა აქ ყოფილიყო, რა საქმე უნდა ქონდეს სტრიპტიზის
უფროსთან?
- დაწყნარდი, დასკვნები ადრე ნუ გამოგაქვს. ცოტახანიც მოითმინე და 9_ზე ყველაფერს გაიგებ.
- იქამდე დიდი დროა, არ ვიცი რა უნდა ვქნა?
- წამოდი სავადმყოფოში ავიდეთ, იქნებ რამე სიახლე იყოს.
- არ შემიძლია, თინას ასეთ მდგომარეობაში ნახვა.
- მე არ ვამბობ, რო ნახო წამოდი პასუხები უკვე უნდა იყოს.
- შენ წადი, მე მირჩევნია აქ დავრჩე.
- კარგი მაშინ, არ დაგაძალებ.
- დროებით.
            ელენეს ერთი სული ქონდა, როდის მოვიდოდა 9 საათი, რომ დარწმუნებუიყო ნამდვილად თინა იყო თუ არა ბარში.  კაფის ფანჯარასთან, ორკაციანი პატარა მაგიდაა. ჩამოჯდა და გაშტერებული უყურებს გზის მეორე მხარეს. ადარებს წარწერას ბარისა და სავიზიტო ბარათს შორის. სახელი,  იგივეაა... ადარებს და უფრო აწვება სიბრაზე „რატო? იქ, რო ყოფილიყო მე მეცოდინებოდა“  ახსენდება მეგობარი, რომელიც კომაშია. თინა გაახსნდა და ისევ სევდა მოაწვა, ისევ საკუთარი თავის დადანაშაულება დაიწყო. ჩაფიქრებულ ელენეს, სანდრო უახლოვდება:
- არა რა, მარტო არ უნდა დამეტოვებინე.
- რა გინდა, რას გადამეკიდე მარტო რატო არ მტოვებ? სხვა საქმე არ გაქვს? ერთი წუთითაც არ მაძლევ ფიქრის საშვალებას.
- სავადმყოფო, აქედან 10 წუთის სავალზეა. შენთვის დრო, მგონი საერთოდ არ გადის. გამოკვლევების პასუხი უკვე იყო თუმცა არამგონია ამან რამე მოგვცეს.
- გისმენ აბა.
- კარგი არაფერი, რაღაც აბები ქონა მიღებული დიდი რაოდენობით.
- რაა, რა წამლები?
- ჯერ არი იციან.
- ღერთო! ეხლა გავგიჯდები.
- ჯობია დამშვიდდე და იმ ქალთან, არაფერი შეიჩნიო.
- კარგი ხო, ჯერ კიდე ვთოკავ ნერვებს.
          ელენე უკვე დაბნეულია. აღარ იცის, რას დაუჯეროს იმას რაც დღეს გაიგო თუ თინას, რომელიც არასდროს არაფერს უმალავდა. უჭირს სიტყვებს თავი  მოაბას და რამე სწორედ თქვას, თუმცა თავს მაინც ამაყად იჭერს. ბარს მიუახლოვდნენ თუ არა ისევ დაცვასთან მივიდნენ კითხვით:
- მოვიდა თქვენი უფროსი?
- დიახ პირდაპირ და მარჯნივ, არის მისი კაბინეტი. უკვე ვუთხარი დღეს, რო ეძებდით მიბრძანდით, ნატა უკვე გელოდებათ.
      „ჯანდაბა ნეტა საერთოდ აქ რას ვაკეთებ?“  ხმადაბლა, ჩაიბურტყუნა ელენემ.
-თუ არ გაჩუმდები, გარეთ დაგტოვებ მირჩევნია.
-გამატარე მე დაველაპარაკები.
-მიდი, მიდი! გაიქეცი ისედაც გაფითრებული ხარ, ორ სიტყვასაც ვერ იტყვი სწორედ. ჯობია მე დავეაპარაკო.
      „ჰმმ, იდიოტი! ‘’
-ნუ ბუტბუტებ, მესმის!
          ელენე სანდროს ისეთი შეშინებული მიყვებოდა, გეგონებოდა პარანორმარულ ოთახს ეძებდნენ  და აი შევიდნენ ნატას კაბინეტში. ოთახის კუთხეში მხოლოდ ერთი კრესლო იდგა ეტყობოდა, რო დიდი ხანია არავის შეუკეთებია. მაგიდაზე, ალაგ-ალად ბევრი საქაღალდოები ეწყო.  ნატას  ერთ ხელში კალამი ეჭირა მეორეში კი გამომთვლელი, სისწრაფით რაღაცას ითვლიდა და გამალებით აცეცებდა აქეთ-იქით თვალს.  ნატას დაახლოებით, თავი ისე ჰქონდა ჩახრილი ფუცლებში, როგორც ჩემი ლიტერატურის მასწავლებლს საკონტროლო დავალებების შემოწმებისას.
- გამარჯობათ, ნატა თქვენ ბრძნდებით?
- კი, მოდით ბავშვებო. დაცვამ უკვე მითხრა, თქვენს შესახებ გისმენთ აბა.
-დაახოებით 12 დღის უკან. ეს გოგნა თვენთან იყო?
-ბოდიშით ბავშვებო, მაგრამ არ მცალია საქმე ისედაც თავზესაყრელად მაქვს.
- ჯადაბა! იცნობთ თუ არა თინას და საიდან? (საუბარს ელენე აწყვეტინებს.)
- თინა ეხლა კომაშია, დაცვის თანამშრომელმა, ეს უკვე გვითხრა რო აქ იყო. თქვენ თუ გვეტყვით, რა აწუხბდა მას ძალიან დაეხმარებით.
- რაა? ბავშვებო  თინას რა დაემართა?
- ესეიგი იცნობთ?
- კი, ვიცნობ.
- ღმერთო ჩემო! ძალიან მაინტერესებს თინას აქ რა უნდოდა?
- ელენე! ეცადე თავი აკონტროლო.
- გასაგებია მესმის თვენი რეაქცია, ჩემს სამსახურთან დაკაშრებით. არაა სასიამოვნ, როცა იგებ თქვენს მეგობარზე, რომ შეიძლებოდა აქ ყოფილიყო, თუმცა ის აქ მხოლოდ ერთხელ იყო და ისიც იმ დღეს.
- სად გაიცანით თინა?
- თინა პირველად სუპერმარკეტში გავიცანი, პროდუქტები აგვერია. მის მერე ერთ კვირაში ჩემს დაბადების დღეზე ვნახე შემთვევით ისიც, რომ ვკითხე ვისთან ერთად იყო, მან მიპასუხა „საყვაელ ადამიანთან ერთად ვარ“.
- იქნებ ნაცნობი იყო, ან თქვენი მეგობარი ვერ გაარკვიეთ?
- ვერა მალე დატოვა წვეულება, იმის მერე ჩემი ძმიშილი, ილიაც ეძებდა თინას ნომერი, რომელიც მე მქონდა ვერ დაუკავშირდი. ვიფიქრე შეცვალა და მალე დამირეკავდა.
- თინა თვენს ძმიშვილთან ერთად იყო, დაბადების დღეზე?
- არა ილია არ იყო დაბადების დღეზე, საღამოსაც გვიან მოვიდა სახლში მაგ დღეს.
- აბა გამაგებინეთ! თინა ვისთან ერთად იყო იმ საღამოს?
-შვილო ძალიან გთხოვ დაწყნარდი და რაც ვიცი, ყველაფერს მოგიყვებით. თინა ძალიან საყვარელი ბაშვია, მაგრამ ძალიან მგძნობიარეაა. მე შვილად მეკუთვნის, მაგრამ კარგი მეგობარია ჩემთვის. მასთან მხოლოდ, რამოდენჯერმე მომიწია შეხვედრა პატარ-პატარა მიზეზებს გამო.
- რა მიზეზების გამო?
- არაფერი მნიშვნელოვანი, ჩემი ძმა კომპიუტერების სპეციალისტია და რაღაც საიტზე სთხოვა დარეგისტრილება.
- რა საიტი იყო?
- ზუსტად აღარ მახსოვს, საბავშო საიტი იყო რაღაც ახალშობილების.
- თინა თქვენს კაბინეტში, რატო ტიროდა?
- იმ დღეს გაიგო, რო აქ ვმუშაობდი და უარყოფითი რეაქცია ჰქონდა.
- დარწმუნებული ხართ, რომ სხვა მიზეზი არ ქონდა?
- არა რამე რომ ყოფილიყო, თინა არ დამიმალავდა.
- ოჰჰ ესე მეგონა მეც, აქამდე სანამ ამ ყველაფერს გავიგებდი.
- ეს ჩემი ნომერია. თუ კიდე, რამე შეკითხვა გაგიჩნდებათ დამირეკეთ, არ მოგერიდოთ.
- კარგით, ნახვამდის!
        ელენემ ნატას კაბინეტი დატოვა თუ არა,  შვებით ამოისუნთქა ოთახს ეტყობოდა, რომ ფანჯარა დიდი ხანია არ გაუღიათ. ჰაერის ერთი ნატამალიც კი არ იგრძნობოდა, ნათურაც მხოლოდ ერთი ჰქონდა შერჩნილი გაუფერულებულ ჭაღს.  ელენე ეხლა უფრო დაბნეულია, უფრო და უფრო ახალი ესმის თავის მეგობარზე, რომელიც აქამდე ეგონა რომ კარგად იცნობდა.
- ეხლა უკვე აღარ ვიცი რა ვქნა? ამ ქალმაც ჰო ჭკუიდან შემშალა. უკვე აღარ ვიცი, როგორ გავიგო თინას აქამდე რა აწუხებდა?
- ის საიტი უნდა ვიპოვოთ, სადაც თინამ გამოაქვეყნა სტატია. შენ თუ ამბობ, რომ თინა საავადმყოფოში, არასდროს დადიოდა ის ინტრნეტით შეკითხსვას, ექიმს დაუსვამდა.
- მოიცადე, დღეს თინას ოთახიდან, პატარა პლოკნოტი წამოვიღე სულ კომპიუტერთან ედო.
- ძალიან კარგი, მაშინ წამომყევი ჩემ კაბინეტში ავიდეთ.
- ოჰოო, ექიმო სირცხილია ესეთი პირდაპირობა.
- წამოდი ნუ გეშინია, პაემანზე არ გეპატიჯები.
- ღმერთმა დამიფაროს!
     

            გაგრძელება იქნება!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები