ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2018


Emily Dickinson - Let down the Bаrs, Oh Deаth (1065)

ემილი დიკინსონი - მიდი სიკვდილო, გახსენ ლაბახა (1065)

მიდი სიკვდილო, გახსენ ლაბახა,
ბაკში შელალე ფარა დაღლილი,
რომელმაც უკვე მოიბალახა
და არც  ილაჯი შერჩა ბღავილის,

უწყნარეს ღამით ანიჭებ შვებას,
შენ ფლობ ყველაზე უსაფრთხო ფარეხს,
არ საჭიროებ სანთლით ძიებას,
შენს სინაზესაც ენა ვერ აღწერს! 

7 აპრილი, ხარება, 2018 წ.



Emily Dickinson - Let down the Bаrs, Oh Deаth (1065)

Let down the Bars, Oh Death —
The tired Flocks come in
Whose bleating ceases to repeat
Whose wandering is done —

Thine is the stillest night
Thine the securest Fold
Too near Thou art for seeking Thee
Too tender, to be told.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები