ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
9 აპრილი, 2018


1991 წლის 9 აპრილი: საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე

1991 წლის 9 აპრილი: საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე



დღევანდელი საქართველოს  სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღე არის  1991 წლის 9 აპრილი.

იმისთვის, რომ ეს ფაქტი უფრო ადვილად გასაგები გახდეს, უპასუხეთ რამდენიმე ელემენტარულ კითხვას:

კითხვა #1:
”საქართველო 1918 წლის 22 აპრილს ვისგან გახდა დამოუკიდებელი?”

კითხვა #2:
”საქართველო 1918 წლის 26 მაისს ვისგან გახდა დამოუკიდებელი?”

კითხვა #3:
”საქართველო 1918 წლის განმავლობაში რამდენჯერ გახდა დამოუკიდებელი?”


კითხვა #4
”შეიძლება თუ არა ქვეყანა 1918 წლის განმავლობაში ორჯერ გახდეს დამოუკიდებელი, ისე, რომ რუსეთისგან პირველად დამოუკიდებლობის შემდეგ (1918 წლის 22 აპრილს) არავის მიერ არ იყოს ოკუპირებული (1918 წლის 26 მაისამდე)?”


კითხვა #5:
”შეიძლება თუ არა ერქვას დამოუკიდებელი სახელმწიფო ქვეყანას, რომელიც 1918 წლის 26 მაისიდან მე-3 დღეს, 1918 წლის 28 მასის, გერმანია-საქართველოს ხელშეკრულების დადებით თავს აცხადებს გერმანიის პროტექტორობის ქვეშ მყოფ სახელმწიფოდ, და ამ ხელშეკრულების საფუძველზე თავის ტერიტორიაზე შემოყავს გერმანული საოკუპაციო ჯარები 15 000 გერმანელი ჯარისკაცის შემადგენლობით?”

კითხვა #6:
”შეიძლება თუ არა ერქვას დამოუკიდებელი სახელმწიფო ქვეყანას, რომელიც 1918-1921 წლებში ერთა ლიგის წევრად არ მიიღეს?”



ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ განმარტეთ, რატომ ფიქრობთ, ვინც ფიქრობთ, რომ დღევანდელი საქართველოს  სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღე არის  არა 1991 წლის 9 აპრილი, არამედ 1918 წლის 26 მაისი? ან თუნდაც ”აღდგენის”? ან ”აღდგენის აღდგენის”? 1918 წლის 26 მაისსაც ხომ აღდგა, ხომ? რამდენი ”წლისთავი” გამოდის? თუ 1918 წლის 26 მაისიდან დავითვლით მიმდინარე წლის 26 მაისამდე, გამოდის თითქმის 1 (ერთი) საუკუნე. მაგრამ საქართველო რომ არ არის 1 (ერთი) საუკუნის განმავლობაში დამოუკიდებელი? თუ არის, მაშინ რისი ”აღდგენა” მოხდა? თუ 1991 წლის 9 აპრილიდან მიმდინარე წლის 26 მაისამდე დავთვლით, გამოდის რამდენიმე ათწლეული, ”დამატებული” (?!) კიდევ  47 დღე, აპრილის თვეში 21 დღე დამატებული 26 დღე მაისის თვეში? მაგრამ ”წლისთავი” რომ წლების რაოდენობით ითვლება, და არა ”წლების რაოდენობას დამატებული კიდევ რაღაცა რაოდენობის დღეები”? და კიდევ, 1918 წლის 22 აპრილის რატომ ”ივიწყებთ”? რატომ ”გავიწყებინებენ”? ვინ?  რა მიზნით?


კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
9.04.2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს